| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებისა და ისტ-ის პედაგოგის - მეტაქსია არაქელიანის ინიციატივით, შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მის ფარგლებში მოსწავლეებმა 4 პროექტი: „წითელქუდა“ - ზღაპრის ანიმაცია, „სოფელ პატარა ხანჩალის ისტორია“ - Power Point-ის პროგრამით, ელექტრონული ჟურნალი MS Exel პროგრამით და საკუთარი სოფლის შესახებ ვებგვერდი HTML-ით მოამზადეს.
პროექტები სახელმწიფო ენაზე, ქართული ენის პედაგოგის - ვაზგენ კადჟოიანის დახმარებით, განხორციელდა.
გაკვეთილის შინაარსი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო. აღსანიშნავია, რომ მაყურებელმა დიდი კმაყოფილება გამოხატა. გაკვეთილის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა, რითაც შესაძლებელია მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის მომზადება.
„გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ისინი არ არიან ინფორმაციის პასიური მსმენელები, არამედ მათ შეუძლიათ სასწავლო მასალის შეცვლა და მომზადება, რაც ავითარებს მოსწავლეებში პასუხისმგრბლობის გრძნობასა და შემოქმედებით აზროვნებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ბმული
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ