სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლის I კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს
03-06-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის Iკლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, პირველკლასელებმა მასწავლებლის დახმარებით, ლამაზ ბუნებაში საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

მათ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და 26 მაისის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააანალიზეს რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

„სკოლის I კლასის მოსწავლეები გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის იმედი.

ჩვენ გვერგო გაერთიანების, განმტკიცების, გაძლიერების, გამარჯვების გზაზე დამდგარი საქართველო და პირობას გაძლევთ, ამ გზიდან არ გადავუხვევთ. ჩვენ ხომ ის „ახალნი“ ვართ ილია რომ ელოდა და მომავალი ჩვენია!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

izrune.ge-მ პროექტის ვარკვლავები დააჯილდოვა - „ეს ღონისძიება მხოლოდ ცოდნის კი არა, დიდი მეგობრობის დღესასწაულია...“

შეიცვალა საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში - მემანიშვილი დეტალებზე

მოსწავლემ დაკავებულს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, წიგნის შექმნის პროცესი მათთვის სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება