| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
პატარებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი წელი შთაბეჭდილებებით აღსავსე, მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით იყო გაჯერებული და გასაკვირი არაა, რომ დასასრულიც ასეთივე სადღესასწაულო გახლდათ.
Iბ კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება - „ღმერთმა გვიანდერძა ჩვენ დედაენა“ გამართეს, თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და შემოქმედებითი ოსტატობით დამსწრეები მონუსხეს.
აღსანიშნავია, რომ კლასისა და ღონისძიების ხელმძღვანელია ირმა გურეშიძე.
სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგსა და მოსწავლეებს შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის და მათ წარმატებას უსურვებენ.
„და აი პირველი კლასიც დავამთავრეთ! მადლობა მათ ამ მონდომებისთვის! ჩვენ კვლავ მრავალ მწვერვალებს დავიპყრობთ ერთად ჩემო ჭკვიანებო!“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა