სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კვატიის საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გასართობ-შემეცნებითი თამაშები გაიმართა
02-05-2024
-
+


დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარების, მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, გასართობ-შემეცნებითი თამაშები დაწყებით საფეხურზე გაიმართა.

მოსწავლეები თამაშში, რომლის სახელწოდებაც „სიბრძნის მაძიებლები“ გახლდათ, აქტიურად ჩაერთნენ.

თამაში პრინციპი შემდეგნაირია: ანდაზის დასაწყისი მოსწავლეებს ხელში უჭირავთ, მათ უნდა გამოიცნონ და იპოვონ დასასრული, რომლებიც სკოლის ეზოს ტერიტორიაზე იმალება.

მეორე გასართობ-შემეცნებითი თამაშის სახელწოდება კი „ანდაზები ემოციით“ იყო.

აღნიშნული თამაშის ფარგლებში, მოსწავლეს უნდა აერჩია ბარათზე წინასწარ გამზადებული ანდაზა და განესახიერებინა ისე, რომ შინაარსის გამოცნობა სხვებს შესძლებოდათ.

მათი სლოგანი გახლდათ - „ვმოძრაობთ და ვსწავლობთ“

აქტივობები ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს სხარტი, ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებაში სხვადასხვა სახალისო აქტივობების მეშვეობით ეხმარებიან.

იხილეთ ფოტოები:






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება