სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დამიის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
02-05-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ინგლისური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს დღე აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ინგლისური ენის პედაგოგი ლუსინე მანუჩარიანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა მსმენელებს გააცნეს ინგლისური ენის ისტორია და განვითარების პერიოდები. მათ, ასევე ისაუბრეს უილიამ შექსპირის შემოქმედების როლსა და მნიშვნელობაზე ინგლისურ ლიტერატურაში და მის გავლენებზე ენის განვითარების პროცესებში.

„ბავშვებმა აღნიშნეს, რომ როგორც საერთაშორისო ენას, ინგლისურს მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია კომუნიკაციისას ყოველდღიური, ყოფითი, სასწავლო თუ საქმიანი ურთიერთობებისას“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2010 წლიდან ინგლისური ენის დღე 23 აპრილს აღინიშნება.

ეს თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა. 23 აპრილს, შექსპირის, მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენლის, დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.

შექსპირს ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის თანამედროვე ინგლისური ენის ფორმირებაში, მან ასობით ახალი სიტყვა შემატა ინგლისურ ენას.

დღეს მსოფლიოში ინგლისურ ენაზე 1.75 მილიარდი ადამიანი (ყოველი 4 ადამიანიდან 1) საუბრობს და ის სულ უფრო ხშირად გამოიყენება სასაუბროდ განსხვავებული მშობლიური ენის მქონე ადამიანებს შორის.

იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება