| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებითა და ეროვნული ღირებულებებით ზრდიან, სწორედ ამ მიზნით კი სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებული ყურადღებით აღინიშნება.
ცხადია, გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა.
ამ დღესთან დაკავშირებით, VIა კლასში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა, ისაუბრეს მისი დაარსების ისტორიაზე და ისიც დასძინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის დაცვა და შენარჩუნება ქვეყნის თვითმყოფადობისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ