სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნი - ჩემი მეგობარი!“ - ტყიბულის N6 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
25-04-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. საინტერესო აქტივობები წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IVბ კლასის დამრიგებლის - ფატიმა რობაქიძის ინიციატივითა და ბიბლიოთეკარის - თეონა ჯანელიძის ჩართულობით, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა აქტივობა - „წიგნი - ჩემი მეგობარი!“ მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ შერჩეული და სახლიდან წამოღებული თავიანთი საყვარელი წიგნები.

მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები. სკოლის ბიბლიოთეკარი ესაუბრა ბავშვებს ბიბლიოთეკის დანიშნულებაზე. დაათვალიერებინა წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზი, აუხსნა წიგნებით სარგებლობის წესები და გააცნო ახალი საკითხავი ლიტერატურა, რითაც ძალიან დაინტერესდნენ ბავშვები და სურვილი გამოთქვეს, რომ ხშირად ესტუმრებიან და უფრო აქტიური მკითხველები გახდებიან. აქტივობის ბოლოს ბავშვებს კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ წიგნი არის განათლებისა და ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება, ის ღია კარია, რომელსაც სხვა ადამიანების ცხოვრებაში შევყავართ. წიგნის საშუალებით ჩვენი თვალთახედვა ერწყმის სხვა ადამიანებისას და სამყაროს გაასმაგებული სისავსით შევიგრძნობთ. მათ უნდა შეიყვარონ წიგნი, რადგან მასზე ერთგული მეგობარი არ არსებობს!

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა და 1995 წლიდან იუნესკოს მიერაა მხარდაჭერილი. აღნიშნული თარიღი უკავშირდება შექსპირის, დე ლა ვეგას და სერვანტესის გარდაცვალების დღეს. ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება, იმართება წიგნის ფესტივალები, გამოფენები და გაყიდვები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება