სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა ავადაა“ - ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თეატრალიზებული წარმოდგენა და ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვა საინტერესო აქტივობები
25-04-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.

ამის დასტურია ისიც, რომ სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. თარიღთან დაკავშირებით, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგის - თამარ სულაბერიძის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეთა ჩართულობით კი, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, მათ სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, სხვადასხვა სახეობის მცენარე დარგეს, სკოლის შემოსასვლელი ბილიკი მოხატეს და ბოლოს, თეატრალიზებული წარმოდგენა - „დედამიწა ავადაა“ გამართეს. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და დედამიწის მოფრთხილების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული დედამიწისა და ჩვენი მომავალი. ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობის საფუძველია. ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე!
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აღსაზრდელებს და ღონისძიების ორგანიზატორს“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება