| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბ - „მინერვას“, წევრებმა ჩაატარეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თემაზე - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები: თემატური ნახატები და აპლიკაციები, ასევე კოლაჟები, რომლებიც შექმნილი იყო გირჩებით, ქსოვილის ნაჭრებით, პლასტილინით და სხვადასხვა მეორადი მასალით: მუყაოს გამოყენებით, პენოპლასტით, ქაღალდებით და სხვა.
კლუბის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაციები, ისაუბრეს გარემოს იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას მსოფლიო. ასევე თითოეული ადამიანის როლზე, რომელზეც დამოკიდებულია დედამიწისა და ჩვენი მომავალი, ასევე აღნიშნეს თუ რისი გაკეთება შეიძლება პლანეტის დასახმარებლად.
როგორც სკოლაში აფასებენ, ჩატარებული ღონისძიება საინტერესო, მიზანმიმართული და ნაყოფიერი იყო, აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელი და ხელოვნების მასწავლებელი მანანა კოჩაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ