| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში გაცნობიერებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე, ღონისძიებით - „დედამიწა ცოცხალი არსებაა, მუდამ სჭირდება მოფრთხილება“.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მასწავლებლის - მარიამ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა, ისაუბრეს მისი დაარსების ისტორიაზე და აღნიშნეს თუ რა როლი აქვს თითოეულ ადამიანს ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ