| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
მოქალაქეობის პედაგოგმა მარინე თოდრიამ, დამრიგებელმა ციალა ჭიხვარიამ და ბიბლიოთეკარმა დარეჯან მგალობლიშვილმა მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ბიბლიოთეკაში განახორციელეს სახალისო აქტივობები.
აქტივობები მიზნად ისახავდა მოსწავლეთა წიგნიერების უნარების განვითარებას, სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გაცნობასა და წიგნის კლუბში წასაკითხი წიგნის შერჩევას.
ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა აწარმოეს „საგამოძიებო საქმიანობა“, როგორც „ბიბლიოთეკის დეტექტივებმა“, „ინადირეს“ წიგნებზე, შეასრულეს გამოწვევები და შეარჩიეს მათთვის საინტერესო თემებზე დაწერილი წიგნები.
აქტივობები, მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევიც აღმოჩნდა და მათი დიდი ინტერესი გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ