სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისში კლდის ნაწილი ჩამოიშალა და მშენებლობას დაეცა
31-05-2018
-
+


თბილისში, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა და მშენებლობას დაეცა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე სასტუმრო შენდება. მათივე თქმით, მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს, რადგან საფრთხის შემცველად მიაჩნდათ, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. 

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიწყო ეს პროცესი, თუმცა ასეთი მასშტაბური სახე ნამდვილად არ ჰქონდა. დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე გავიგეთ ძლიერი ნგრევის ხმა. კლდე გაიხსნა და რამდენიმე ეტაპად ჩამოიშალა. საბედნიეროდ, ადგილზე არავინ იყო, მუშები მუშაობას დაახლოებით ცრა საათზე იწყებენ. დავრეკეთ 112-ში, ზედამხედველობის სამსახურში და მოვიდა სამაშველი ჯგუფი, რომელსაც უნდა გაესახლებინა ზედა მოსახლეობა, მათ მართლაც საფრთხე ემუქრებათ. მშენებლობის პროცესს დღემდე ვაპროტესტებთ, საქმე მერიაში და სასამართლოშიც არის და ველოდებით სასამართლო სხდომის დანიშვნას. ვაპროტესტებდით კლდის, ხეების მოჭრას, ვინაიდან ეს ყველაფერი შეეწირა ამ მშენებლობას. ვაპროტესტებთ 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობას. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეიძლება, არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ურბანული თვალსაზრისითაც. კლდეები ასეთი მოძრავი, რომ არის ყველამ ვიცით, რამდენიმე წლის წინ ბენზინგასამართი სადგური ჩაიტანა მეწყერმა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. იგივე გველოდება ახლაც, თუ ეს არ გამაგრდა. ჩვენი კორპუსი საფრთხის ქვეშაა, თუ საძირკველი არ გამაგრდა“, - განაცხადა ადგილობრივმა თეონა ძაგნიძემ.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. მან ზედამხედველობის სამსახურს ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა:

„მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს და ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს. შეისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო მერიაში, რა კვლევებს ეფუძნებოდა, როგორ წარიმართა სამუშაოები და დღის ბოლომდე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ეს ოქროს მედალი არის სკოლის, მოსწავლისა და მასწავლებლების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“

„დაე, ყოველი დღე ახალი ცოდნის, მეგობრობისა და სასიამოვნო აღმოჩენების მომტანი ყოფილიყოს“
 
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება