სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოგზაურობა ცხოველთა სამყაროში“- ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასებში საინტერესო პროექტი განხორციელდა
18-04-2024
-
+


ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

მათ შორის, Iა და Iბ კლასში, ორი თვის განმავლობაში, პროექტი - „მოგზაურობა ცხოველთა სამყაროში“ მიმდინარეობდა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა არაერთ ბმულს უყურეს, მიიღეს ინფორმაცია ცხოველების, ფრინველების და ზღვის ბინადრების შესახებ. გარდა ამისა, სხვადასხვა დავალება შეასრულეს, რომელიც სხვადასხვა საგანთან იყო ინტეგრირებული. 

პროექტის ბოლოს, შეიქმნა საგამოფენო პოსტერები, მოეწყო პრეზენტაცია, მოსწავლეებმა კი მიღებული ცოდნა გამოავლინეს. პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგები იზოლდა მიქიაშვილი, ნინო ჭიჭინაძე გახლდათ. 

პროექტები ხორციელდება „ასოციაცია-ბიოს“ საგრანტო პროექტის - „ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა ბუნებისმეტყველების დაწყებით საფეხურზე“ მიხედვით, რომელიც დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (ctc) სკოლა-ლაბის პროგრამის მიერ „სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში“ და გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება