| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნება.
ცხადია სკოლაში არც დედაენის დღეს ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე და მას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ქართული ენით შეკავშირებულმა ერმა შექმნა თვითმყოფადი, უკვდავი კულტურა და ხელოვნება, ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე.
მოსწავლეები დაესესხნენ ვაჟა-ფშაველას: „ენა დედაა ერისაო“,- ამ სიტყვებით შთაგონებულებმა დედა ენას ხოტბა შეასხეს.
IIა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, ნამდვილი ქართული შემართებით პატივი მიაგეს ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით დედა ენის დღეს.
„შენ ნუ სტირი საქართველოვ, არაფერი არ მოგსვლია!“ - ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ხელჩაჭიდებულ გოგო-ბიჭების წყალობით სულ იქნება ჩვენს მამულში „აი ია, აი ია“. ვუსურვებთ ჩვენს ერს, არასოდეს დაეკარგოს დედა - ქართული ენა!“,- ამ სიტყვებით დაგვირგვინდა ღონისძიება, რომელმაც ემციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავავენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ