TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს ესტუმრნენ
18-04-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. 

ახლახან, სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსის კლუბ „კლდეონის“ წევრი მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები და არაფორმალური განათლების კუთხით, არაწევრი მე-7 კლასელები, ქიმიის მასწავლებელ მანანა ჯიქურიძის ინიციატივით, ესტუმრნენ სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს, სადაც მათ დაათვალიერეს: ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, ანატომიის 80-მდე ექსპონატი და იხილეს ძალზე საინტერესო ქიმიური შოუ. 

მას შემდეგ, რაც ბავშვებმა მოისმინეს, გიდის მიერ, თითოეული ექსპონატის ახსნა-განმარტება და ინფორმაცია მათი ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების შესახებ, მოსწავლეებმა გააკეთეს უკუკავშირი, უპასუხეს გიდის მიერ დასმულ შეკითხვებს.

მათ გაზომეს თავიანთი ყვირილის ძალა, შეძლეს ლურსმნებიან სკამზე დაჯდომა, ასწიეს მეგობარი ჰაერში მცირე ენერგიით, ხელით დაიჭირეს ელვა, იფრინეს ჰაერში, რამოდენიმე წუთით იმოგზაურეს კოსმოსში და ა.შ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსია თბილისის „ექსპერიმენტორიუმში“ ყველა მოსწავლისათვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, შემეცნებითი, სააღმზრდელო და რაც მთავარია სახალისო და გასართობი ანუ ეს იყო ინტერაქტივი სწავლა-თამაშით.

„ბავშვებისათვის ეს დღე იყო პოზიტიური ემოციებით დატვირთული, რის შემდეგაც მოინახულეს წმინდა სალოცავები: სამება და სვეტიცხოველი და დღე დასრულდა მცხეთის სალობიეში, მადლობას ვუხდით ექსპერიმენტორიუმის პერსონალს ნათიას და ელენეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება