სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის კეთილდღეობაზე ზრუნვა და სიყვარული მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა“ - ნინელი კვიციანი, ბეჩოს საჯარო სკოლის პედაგოგი
10-04-2024
-
+


ნინელი კვიციანი ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის ფილოლოგი, უფროსი მასწავლებელია. ბავშვობიდანვე მიზნად დაისახა, რომ გამხდარიყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და საწადელს მიაღწია კიდეც, დღეს ჩვეული მიზანდასახულობით, თაობებს ზრდის და მათი ინტელექტის ამაღლებაზე ზრუნავს. 

etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნინელი კვიციანთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პროფესიონალიზმი; მოსწავლის კეთილდღეობაზე ზრუნვა და სიყვარული; სასწავლო მიზნების განსაზღვრა, აქტივობების შერჩევა, მოსწავლეთა ორგანიზება და დროის სწორი განაწილება. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- დაეხმარო მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- რა მინდა ვიცოდე? რა ვიცით? რა გავიგე? დასკვნა! შეადარე, გაარჩიე, ახსენი, შეაფასე, შეაჯამე.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მაქსიმუმს გავაკეთებდი ჩემის, შესაძლებლობის  და ვიქნებოდი ყველაზე წარმატებული - ჯერ  აბიტურიენტი და მერე სტუდენტი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მიუხედავად ვფიქრობ, რომ ბავშვები - მოსწავლეები დადებითად არიან განწყობილნი და დადებითად დამახასიათებენ.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- 2019 წელს  ჩავაბარე მასწავლებლობის სასერტიფიკატო გამოცდები (VI-XII კლასები, ქართული ენა და ლიტერატურა) უფროსი მასწავლებელი. მოსწავლეების სიყვარული.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- პედაგოგობა. ჩემი მიზანი იყო გავმხდარიყავი  ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი, რაც ავისრულე მესამე ცდაზე და 1989 წლის აგვისტოში ჩავაბარე გორკის სახელობის უნივერსიტეტში (სოხუმში) და დავამთავრე (ომის გამო) 1995 წ. ივ. კავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი-ფილოლოგიის ფაკულტეტი-ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება