TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჯარმის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო მოეწყო
04-04-2024
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის I-V კლასების მოსწავლეები მთელი ერთი თვე ემზადებოდნენ და მოუთმენლად ელოდებოდნენ 1-ელი აპრილის დადგომას. ამ დღეს დანიშნული იყო შეხვედრა საბავშვო მწერალ გურამ პეტრიაშვილთან. საღამო მიზნად ისახავდა ლიტერატურისადმი ინტერესესის გაღვივებას მოსწავლე-ახალგაზრდობაში და უშუალოდ, გ.პეტრიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას.

მოსწავლეები გაეცნენ მის ნაწარმოებებს და შეარჩიეს სასურველი ლექსები ლიტერატურულ საღამოზე წარსადგენად. მათ წაიკითხეს ლიტერატურული ზღაპრები და მოამზადეს ორი დადგმა: „პატარა დინოზავრი“ და „წვიმის მოყვარული კაცი“.

სკოლის დერეფანში მოეწყო სცენა, სასკოლო საზოგადოებამ გააფორმა ინტერიერი.

„თვალხატულა გოგონები და ბიჭები მოუთმენლად ელოდნენ ძვირფასი სტუმრის გამოჩენას, მაგრამ ღონისძიებამდე ნახევარი საათით ადრე გაირკვა, რომ იგი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვიდოდა. მიუხედავად ამისა, საღამო შედგა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

„მშობლებს, სკოლის თანამშრომლებს და მოსწავლე ახალგაზრდებს დიდხანს გაჰყვებათ ამ შესანიშნავი დღის მოგონება“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება