სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ანაგის საჯარო სკოლის მოწაფეებმა მოსწავლე-კალიგრაფების კონკურსზე შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს
03-04-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, ოცამდე მოწაფე მოსწავლე-კალიგრაფების კონკურსში მონაწილეობდა. პრიზები დაჩი ალხანაშვილმა, ბარბარე ხატიაშვილმა, ნანუკა არჩუაძემ, ნიკოლოზ ბეჟიაშვილმა, ილია მჭდლიშვილმა, ანასტასია ვარდიაშვილმა, ელენე ზაზიაშვილმა დაიმსახურეს. ნინო მარტაშვილს ძამას ხეობის საგზური გადაეცა. ჟიურის სიმპათია ქეთო ვარდიაშვილი გახდა. მეორე-მესამე ადგილებზე გასულებს - მარიამ ვარამაშვილსა და ნინო ვარდიაშვილს ფულადი პრემიები და სიღნაღის მერიისგან „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ.

აღნიშნული კონკურსის ყველა მონაწილე კი „მონაწილის დიპლომით“ დაჯილდოვდა.

ხელოვნების მასწავლებელი, ხელოვნებათმცოდნე - ნოდარ პაპუაშვილი კონკურსის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც სკოლა გვიზიარებს.

„გაისად, მოსწავლე-კალიგრაფების კონკურსს სიღნაღში,საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრები (ხელმძღვანელი- ნესტან ბაგაური) დაესწრებიან!

წლევანდელმა, რიგით მეორე კონკურსმა კი, რომელიც შესანიშნავად იყო ორგანიზებული, დაგვანახა, რომ კალიგრაფიის ხელოვნებას ჩარჩოები არ გააჩნია, იმდენად მრავალწახნაგაა და ფანტასმაგორიული და ჟიურისაც უჭირს ამ დროს შეფასება. თითოეულ ნამუშევარს ხომ თავისი განუმეორებელი ხიბლი და ავტონომია აქვს!

კონკურსში მონაწილეობდნენ სიღნაღის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში შემავალი სამხატვრო სკოლის მოსწავლეები: ნინო ათაბეგაშვილი,მარიამ მინდორაშვილი, ნია მაზიაშვილი, მარიამ და საბა ქუფარაშვილები, სალომე ღლიღვაშვილი. სწორედ, ნინო ათაბეგაშვილს ერგო პირველი ადგილი, სოლიდური ფულადი პრემია და სიღნაღის მერიის მიერ დაწესებული „ბიბლუსის“ ასევე სოლიდური ვაუჩერი. მარიამ მინდორაშვილი გახდა გამომცემლობა ,,წიგნი+ერი“-ს რჩეული და საბა ქუფარაშვილს გადაეცა პრიზი ორიგინალური შესრულებისათვის.

აღსანიშნავია, რომ კონკურსზე ანაგის საჯარო სკოლის ოცამდე ბავშვი მონაწილეობდა. პრიზები დაიმსახურეს: დაჩი ალხანაშვილმა, ბარბარე ხატიაშვილმა, ნანუკა არჩუაძემ, ნიკოლოზ ბეჟიაშვილმა, ილია მჭდლიშვილმა, ანასტასია ვარდიაშვილმა, ელენე ზაზიაშვილმა. ნინო მარტაშვილს ქალბატონმა ნელი ვარდიაშვილმა გადასცა ძამას ხეობის საგზური. ჟიურის სიმპათია გახდა ქეთო ვარდიაშვილი. მეორე-მესამე ადგილებზე გასულთ:  მარიამ ვარამაშვილსა და ნინო ვარდიაშვილს გადაეცათ ფულადი პრემიები. ასევე, სიღნაღის მერიისგან „ბიბლუსის“ ვაუჩერები.

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა „მონაწილის დიპლომით''.

მადლობა:

მწერალსა და პედაგოგს-ნინო ზედელაშვილს, ახალგაზრდა მწერალს, ნათია ბიჭიაშვილს,
ანა კოკოლიშვილს (ბიზნესიდან), მწერალს, „ლიტ.სიღნაღის“ რედაქტორს - ანზორ სიფრაშვილს, მწერალს, ფილ. მეცნ. კანდ-ს,ზურაბ კუტიბაშვილს, „ნელიკო ტურის“ ხელმძღვანელ ნელი ვარდიაშვილს, გამომცემლობა „წიგნი+ერი“ -ს დირექტორს - მზია რაზმაძეს,
აგრარულ მეცნიერებათა დოქტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორს - შენგელი კიკილაშვილს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატს, ცოტნე ბეჟაშვილს, ლია ქუსიკაშვილს, სიღნაღის მკვიდრს, TBC ბანკის საკასო ოპერაციების კომპეტენციის და მართვის ცენტრის უფროსს, ასევე კარდენახში საოჯახო მარნის „დების ღვინოს“ მფლობელს, გელა აივაზიშვილს!

მადლობა:

სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრს (ნათია ნადიკაშვილი), სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, მენეჯერს- ქ-ნ ლიანა ხატიაშვილს-გვერდში დგომისა და სპონსორების მოძიებისათვის, კულტურის სამსახურს (ხათუნა აღამონაშვილი), პედაგოგ ლეილა ვარამაშვილს -კონკურსის მუსიკალური გაფორმებისათვის საგალობლებით, რესურსცენტრის უფროსს, ლია ბეჟაშვილს, ნანა ნანობაშვილს, მერიის პრესცენტრს, ანაგის საჯარო სკოლას ბავშვების ორგანიზებისათვის, ყველა სტუმარს! ყველა მონაწილე- მოსწავლეს! პატივისცემით - ნოდარ პაპუაშვილი“,- ვკითხულობთ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება