სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისში უწყლო აუზის ამბავი უყინულო საციგურაო მოედანმა გადაფარა
29-05-2018
-
+


გახსოვთ, ხომ ის ვიდეო ქუთაისელი ცურვის მასწავლებელი, რომ უწყლოდ ასწავლის ბავშვებს ცურვას? 

წლების წინ ამ ვიდეომ იუმორის დედაქალაქს უფრო მეტი პოპულარულობა შესძინა და კარგა ხანს ტრიალებდა სოციალურ ქსელში. 

მაშინ ყველაფერი იუმორს მიაწერეს და ისიც კი ითქვა, რომ წყალთან პირისპირ შეხვედრამდე ასეთი „ვარჯიშები“ საჭიროც კია. 

წლები გადის, მაგრამ რაღაცები არ იცვლება.  

საციგურაო მოედანს, რომლითაც 400-მდე მოსწავლე სარგებლობს და ჰოკეისტთა გუნდიც ხშირად სტუმრობს, აგრეგატი დაუზიანდა. 

აგრეგატი დაახლოებით 4 თვის წინ დაზიანდა და დღემდე არ შეცვლილა. 

ამის გამო მოსწავლეებს ფიზიკური მომზადების გავლა და ვარჯიში ყინულის გარეშე უწევთ. ამან მშობლების პრეტენზია გამოიწვია და რამდენიმე მათგანმა ბავშვი ამ სპორტიდან გამოიყვანა კიდეც. 

აგრეგატის შეუცვლელობის მიზეზი ისაა, რომ მისი ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება და საზღვარგარეთიდან უნდა ჩამოიტანონ. 

როგორც ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, აგრეგატს უკვე ელოდებიან და მისი მონტაჟი უახლოეს მომავალში მოხდება. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ეს ოქროს მედალი არის სკოლის, მოსწავლისა და მასწავლებლების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“

„დაე, ყოველი დღე ახალი ცოდნის, მეგობრობისა და სასიამოვნო აღმოჩენების მომტანი ყოფილიყოს“
 
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება