სიახლეები


სტუდენტების დაფინანსების სისტემა შეიცვლება - მამუკა ბახტაძე
27-06-2018
-
+


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ​ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სტუდენტებისთვის არსებული დაფინანსების სისტემა შეიცვლება:

„ჩვენ ვაპირებთ, დავხვეწოთ დაფინანსების არსებული სისტემა, რომელსაც სტუდენტებს ვთავაზობთ და შემოვიტანთ კომპონენტებს, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს სტუდენტს, აირჩიოს პროფესია, უნივერსიტეტი ან სასწავლებელი, სადაც სწავლის გაგრძელება სურს.“

ასევე, შეიქმნება ღია პლატფორმა ინტერნეტში, სადაც ახალგაზრდული ეკონომიკის განვითარებისა და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი ვაკანსიები განთავსდება.

„ჩვენ გვჭირდება ყველა პროფესია, მაგრამ განსაკუთრებით, ტექნიკური მიმართულებები, ყველა საგნის სწავლების ხარისხის გაზრდა და განსაკუთრებით ტექნიკური და მათემატიკური მიმართულებების. ყველა ჩვენგანი განსაკუთრებული ინდივიდია. გვაქვს სხვადასხვა საგანში ნიჭი და საბოლოო ჯამში, თითოეულმა ახალგაზრდამ თავად უნდა აირჩიოს, რომელ სფეროში შეძლებს თავისი ნიჭის მაქსიმალურ რეალიზაციას. მეორეს მხრივ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი პროფესიების განვითარებას, რომელშიც, დარწმუნებული ვართ. 21-ე საუკუნეში იქნება მუდმივად მაღალი მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არის ნიჭი ასეთი პროფესიების დაუფლებისა,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სკოლების დაფინანსება გაიზარდა - ნახეთ, რამდენი ლარია გათვალისწინებული თითო მოსწავლეზე

13-14 იანვრის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

არდადეგები სრულდება - სწავლის განახლების თარიღი და ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის 

„ყველაზე ნაკლები შედეგი, ამ 13 წლის განმავლობაში,განათლებაში გვქონდა“

 

რომელ რეგიონშია დასაქმებული ყველაზე მეტი აღმზრდელ-პედაგოგი და სად ყავთ ყველაზე მეტი აღსაზრდელი - განახლებული მონაცემები ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიება კლასის დამდიგებლის - ნანი მაკარაძის ხელმძღვანელობით გაიმართა

პროექტი მოიცავდა საინტერესო აქტივობებს: მოსწავლეებმა შეისწავლეს და აუდიტორიას წარუდგინეს მასალა ქართულ საახალწლო ტრადიციებზე

საინტერესო
სიახლეები
საზოგადოება