სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

ემოციების ზღვა და ცოდნის დღესასწაული - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის მეორე ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დასრულდა
22-12-2023
-
+


19 დეკემბერს, 37 მუნიციპალიტეტში იყო დიდი ჟრიამული, ემოციების ზღვა და ცოდნის ნამდვილი დღესასწაული - საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტში შეეჯიბრნენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, თუმცა ფორმატს ხელი არ შეუშლია, მონაწილეების განწყობა ყოფილიყო ამაღლებული, პოზიტიური და რაც მთავარია, ჭეშმარიტმა ეტალონელებმა ყველაზე უკეთ იციან, როგორ უნდა იამაყონ თანატოლების მიღწევებითა თუ გამარჯვებით.

37 მუნიციპალიტეტის 37 მოსწავლე საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან ჩაერთო კონკურსში, უპასუხა კითხვებს, რომლებიც მათ ცოდნას, საზრიანობასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს ამოწმებს, ბატონმა გოჩამ კი ტესტირების დაწყებამდე წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს.

სანამ მოსწავლეები ტესტს გადიოდნენ, „ეტალონის“ წამყვანმა მოკლედ მიმოიხილა პროექტის მიღწევები; კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა „პირველკლასელთა აკადემიის“ მნიშვნელობას, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სწავლის სიყვარულს სკოლაში შესვლამდე უღვივებს;

აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს izrune.ge-ს მნიშვნელობა მოსწავლეთა განვითარების, მათი თვალსაწიერის გაფართოების საქმეში და როგორც ბატონმა გოჩამ აღნიშნა, აპირებს, აჭარის ა/რ 300-მდე მოსწავლე, პატარა იზრუნელი იშვილიშვილოს.

„რა პრივილეგია ექნებათ მათ? - ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არსებობს - ამ მოსწავლეებს ექნებათ განსაკუთრებული ყურადღება, ისწავლიან ძალიან კარგად და შეიძენენ იმ უნარებს, რომლებიც დაეხმარებათ, იყვნენ წარმატებულები“, - დასძინა გოჩა ტყეშელაშვილმა.

ამასთან ერთად, ყურადღებას გავამახვილებთ „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატზე, რომელიც მუნიციპალიტეტებში 2023 წელს პირველად ჩატარდა და მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამაზე მეტყველებს ჩართულობის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი:

„კონკურსი დასწრებით ფორმატში ჩავატარეთ და არნახული ჟრიამული იყო... თითოეულმა ჩვენმა თანამოაზრემ იცის, რომ ესაა მაღალტექნოლოგიური, საგანმანათლებლო, გამორჩეული პროექტი“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ, მარტვილის 21 თემისთვისაც ჩატარდება გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას 3 მოსწავლისა და 2 ადგილობრივი კოლორიტისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.

ამის შემდეგ, ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილე მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, შეეფასებინათ პროექტი:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯგალის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მალხაზ ხარჩილავამ აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინტერესოა პროექტში მონაწილეობა; დამდეგი ახალი წელი საზოგადოებას მიულოცა მარიამ შურღაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის, ზანის საჯარო სკოლიდან; თანატოლებს წარმატებები უსურვა ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნატა ჯაიანმა; ანა ბობოხიძემ, ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლემ კი ხაზი გაუსვა, რომ მისთვის „ეტალონის“ ფინალში მოხვედრა სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ბერაშვილმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა ყველას, მესტიის მუნიციპალიტეტის, იდლიანის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა, ანა დავითიანმა კი აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობს საკუთარი მიღწევებით.

მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დარეჯან ნიგურიანმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა საქართველოს, წარმატებები უსურვა ყველა მოსწავლეს და აღნიშნა, რომ აქვს მოლოდინი, „ეტალონის“ პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

თანატოლებს მიესალმა ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა გვენცაძე; ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი სილაგაძემ პროექტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამაყობს თავისი მოსწავლეებით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი თავართქილაძემ განაცხადა, რომ კონკურსის კითხვები მისთვის ძალიან საინტერესო იყო და სიტყვა რესურსცენტრის ხელმძღვანელს, შორენა სიხარულიძეს გადასცა, რომელმაც ასევე მოულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ბათუმის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელენე ჩიკვაიძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის, ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლია აბულაძემ ასევე უსურვეს წარმატებები ყველა ეტალონელს და ამასობაში დადგა შედეგების გამოცხადების დრო.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის იღბლიანი მოსწავლეების სია ასეთია:

მე-9 ადგილი - ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა - ელენე ჩიკვაიძე;

მე-8 ადგილი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის საჯარო სკოლა -  ცოტნე ღარიბაშვილი;

მე-7 ადგილი - ჭიათურის N7 საჯარო სკოლა - გიორგი ბოყოველი;

მე-6 ადგილი -  წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა - დათო აფხაძე;

მე-5 ადგილი -  ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის საჯარო სკოლა - ანა ტვილდიანი;

მე-4 ადგილი - სამტრედიის N9 საჯარო სკოლა - მარიამ შენგელია;

მე-3 ადგილი - თბილისის N219 საჯარო სკოლა - ნიკოლოზ ბაინდურაშვილი;

მე-2 ადგილი - მარნეულის მუნიციპალიტეტის, ჯანდარის საჯარო სკოლა - მუჰამედ ზარგაროვი;

პირველ ადგილზე კი გავიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე, დავით მაღრაძე, რომელსაც განათლების სამინისტროსა და „ეტალონის“ ერთობლივი პრიზი გადაეცემა. აღსანშნავია რომ, საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. 



კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:

რუბრიკა „ეტალონი“

 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგ-კურსს გაივლიან - „პროგრამა მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას“

ყველაზე წარმატებული ნიშანია... ცაგარელი განმარტავს, ვის გაუმართლებს 2026 წელს

სასულიერო პირები სწავლა - სწავლების თანამედროვე მეთოდებში გადამზადდებიან 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება