TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შემაჯამებელი და საშინაო დავალებების გაუქმებაზე განმარტებას განათლების სამინისტრო აკეთებს
27-11-2023
-
+


შემაჯამებელი, საშინაო და საკლასო დავალებების გაუქმებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლა თავად განსაზღვრავს რა ტიპის აქტივობს ჩაუტარებს მოსწავლეს საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე. 

„ძველი ეროვნული სასწავლო გეგმით მკაცრად იყო ჩამოყალიბებული განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასების კომპონენტები.

შესაბამისად, მოსწავლის ნიშნები საკლასო, საშინაო და შემაჯამებელ დავალებებში იწერებოდა, რაც საბოლოოდ სემესტრულ და წლიურ ნიშანს განსაზღვრავდა. ამასთანავე, მკაცრად იყო განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა.

შეფასების განსხვავებული სისტემის არსებობა საჭიროებდა სამინისტროსთან შეთანხმებას.

გაუქმდა შემაჯამებელი, საშინაო და საკლასო დავალებები - ცვლილება ესგ-ში


ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით აღარ განისაზღვრება საშინაო, საკლასო, შემაჯამებელი დავალებების სავალდებულოობა, შესაბამისად, სკოლა უფლებამოსილია საგნების მიხედვით თავად განსაზღვროს შეფასების სემესტრული თუ წლიური ნიშნის დაანგარიშების სისტემა. სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლეთა ინტერესებიდან და საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე თუ რა ფორმებს გამოიყენებს - პროექტის შეფასება, შემაჯამებელი წერები, დიაგნოსტირების ინსტრუმენტები, საკლასო სამუშაოები თუ სხვ.

აქედან გამომდინარე შეფასების სისტემა ასახული უნდა იყოს სასწავლო სასკოლო გეგმაში და არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას.

ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებას მხარდამჭერი ღონისძიებები მოჰყვება სამინისტროს მხრიდან“, - აღნიშნულია უწყების განმარტებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი გააერთიანა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალ

„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება