სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

მოსწავლეთა საყურადღებოდ - „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის განრიგი 21 ნოემბერი - 22 ნოემბერი
17-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ინტელექტუალური კონკურსი 21 ნოემბერს თეთრიწყაროს და თელავის, 22 ნოემბერს კი ხობის, ცაგერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდება. კონკურსში ჩართვა აღნიშნული მუნიციპალიტეტების ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 38 17 17 

გისურვებთ წარმატებებს!





ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება