სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქობულეთის „ეტალონის გუნდური“ ჩემპიონატის გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა
26-10-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის „ეტალონის გუნდური“ ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია. 

ღონისძიება, ტრადიციულად, ქობულეთის სკოლების აქტიური ჩართულობისა და მოსწავლეების დიდი ინტერესის ფონზე წარიმართა. „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 38 გუნდი და 190 მოსწავლე ეჯიბრებოდა. 

ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსი სულხან ნიჟარაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მადონა გოგიტიძე. დამსწრეებმა ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოსწავლეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. 



გულშემატკივრებისგან შეგულიანებული მოსწავლეები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ აქტიურობაში, მსჯელობასა და სკოლის სახელის ღირსეულ წარდგენაში: გუნდის კაპიტნები არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს, უსმენდნენ თანაგუნდელებს და ცდილობდნენ სწორი სტრატეგიით მოეპოვებინათ უპირატესობა. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა და თავის მხრივ მონაწილეთა კიდევ უფრო მეტად შეთამამებას ცდილობდა. 

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

 

20 კითხვის დასრულების შემდგომ კი გამარჯვებული სამეულის გამოვლენის დროც დადგა:

„ქობულეთის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ქობულეთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა გიორგი მახარაძის კაპიტნობით, რომელიც VII კლასის მოსწავლეა. გუნდმა 85 ქულის მოპოვება 324.96 წამში მოახერხა. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: სანდრო ნარიმანაშვილი - VII კლასი, ლიზი ქარცივაძე - VII კლასი, გიორგი გრძელიძე - VII კლასი, ნიკოლოზ ბურკაძე - VI კლასი.    

მეორე ადგილზე 80 ქულით გავიდა იმავე, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის გუნდი, რომელსაც VII კლასის მოსწავლე მარიამ მამუკაშვილი ხელმძღვანელობდა. გუნდის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ: ანდრია უღრელიძე - VII კლასი, ნიკოლოზი მჟავანაძე - VII კლასი, მარიამ ბერიძე - VI კლასი, რეზო მუჯირი - VI კლასი.        

მესამე ადგილი კი მოიპოვა ქობულეთის N3 საჯარო სკოლის გუნდმა, რომელის კაპიტანიც VII კლასის მოსწავლე გუგა ბოლქვაძე იყო. მათ 80 ქულის მოპოვება 178.29 წამში შეძლეს. აღსანიშნავია რომ მე-2 და მე-3 ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ქობულეთის N2 საჯარო სკოლის გუნდს ამისთვის უფრო ნაკლები დრო - 167.29 წამი დასჭირდა.

ღონისძიება ტრადიციულად, გულთბილი საერთო მილოცვებით, საქართველოს ჰიმნის ფონზე დასრულდა.

ღონისძიების სრული ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე

ასევე იხილეთ:

„ეტალონის გუნდური“ ჩემპიონატი ქობულეთში მიმდინარეობს

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება