სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ზუგდიდსა და ბათუმში ქართულ-თურქული დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნება 
01-08-2023
-
+


საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი, ლია ბუკიას ხელმძღვანელობით, თურქეთის კლინიკებთან აქტიურად თანამშრომლობს. 

როგორც საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, 27 ივლისს, ქალაქ სამსუნში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ქართული და თურქული მხარის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრა წარმატებით დასრულდა. 

როგორც ზუგდიდში, ასევე ბათუმში ქართულ-თურქული დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნება.

კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია, საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსს გოჩა მოსიას გვერდში დგომისა და პროექტის წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობას უხდის. 

„წარუმატებლობა წარმატებისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია. ასეთი გამოთქმაც არსებობს: „მთავარი ის არ არის, როგორ დაენარცხები, მთავარია როგორ წამოდგები ფეხზე". მართლაც ასეა! რა სირთულეც უნდა შეგხვდეთ, მთავარია როგორ გადალახავთ მას − დანებდებით თუ იბრძოლებთ!

საერთაშორისო კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია სწორედ იმიტომ გახდა წარმატებული, რომ მან ბრძოლა გააგრძელა ყველას დაუმტკიცა რომ ისინი ცდებოდნენ.

ასე რომ, არასოდეს დანებდეთ! შეუძლებელი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის სხვას ჯერ არ გაუკეთებია.

კვლევითი ინსტიტუტის მიერ წამოწყებული პროექტი ქართულ-თურქული დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნა არსებულმა გარემო ფაქტორებმა ხელი შეუშალა, მაგრამ დაუღალავმა შრომამ რომელიც 6 თვე გაგრძელდა დიდი წარმატებით დამთავრდა. ამ რთულმა გზამ კიდევ ახალი პროექტი შექმნა როგორც ზუგდიდში, ასევე ქალაქ ბათუმში გაიხსნება ქართულ-თურქული დიაგნოსტიკური ცენტრი.

27 ივლისს, ქალაქ სამსუნში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ახალ სიტყვას ქართულ სამედიცინო ისტორიაში.

სირთულეებისა და დაბრკოლებების სიმრავლე ამდიდრებს ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ის სუსტია ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლაში. მხოლოდ დაბრკოლება გამოვლილმა ადამიანმა იცის თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული გამარჯვებისა და წარმატების ფასი.

ყოველი მიზნის მიღწევას გარკვეული სტრატეგია, მომზადება და შრომა სჭირდება. იყავი ბეჯითი, მიიღე მაქსიმალური ცოდნა და არასოდეს არ დაყარო ფარ-ხმალი, პესიმისტურად ნუ განეწყობი, რაც უნდა მწარე რეალობის წინაშე დადგე. ყოველთვის უნდა მოძებნო საკუთარ თავში ძალა, რომ კვლავ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდე. ნუ ითაკილებ ისეთ შრომას, თუ შესაძლებელია ფიზიკურ შრომას კი, თუ ამას შენი ამჟამინდელი სიტუაცია მოითხოვს, რადგან ცხოვრება კიბეს ჰგავს, რაც მეტ საფეხურს გაივლი მით უფრო გამოცდილი და თავდაჯერებული იქნები, გეცოდინება საკუთარი შრომით მოპოვებული თითოეული თეთრის ფასი. აქედან გამომდინარე, როდესაც გავლენიან მდგომარეობას მიაღწევ და შენს ზღურბლზე გამოჩნდება შრომისმოყვარე, ინიციატივის მქონე, ნოვატორი ახალგაზრდა თავად შეუწყობ ხელს ამ ადამიანს დასახული მიზნის მიღწევაში, რადგან უკვე თავად გაქვს განვლილი ის გზა.

საერთაშორისო განათლების კულტურის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ლია ბუკია მადლობას უხდის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსს ბატონ გოჩა მოსიას მხარში უანგარო დგომისთვის. ბატონი გოჩა მოსია იყო ერთადერთი პირი რომელმაც არ დატოვა წამოწყებული პროექტი, ასევე პროექტში არ ეძებდა სარგებელს, ამიტომ მას კვლევითი ინსტიტუტის პროექტის წარმატებით დასრულებაში ლომის წილი მიუძღვის“,- ვკითხულობთ საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის გავრცელებულ წერილში. 

საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ასევე მადლობას უხდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობისთვის. 

სარეკლამო მასალა® 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს - დეტალები

თანხის ჩარიცხვა დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ - დეტალები  

კანდიდატთა  განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს

ცნობილია საჯარო სკოლების სია, რომლებისთვისაც ახალ დაფებს იყიდიან - 3 300 სასკოლო დაფისთვის მილიონ 250 ათას ლარამდე დაიხარჯება 

ანაზღაურება 2400 ლარია - რომელ ქალაქებში გამოაცხდა და რა პოზიციებზე ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს
 
 
 

მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, დიდი მონდომებითა და ერთმანეთის დახმარებით შექმნეს ნამუშევრები

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება