სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა აიღოთ ატესტატი? - ვადები, გადასახდელი თანხა და პროცედურები
24-07-2023
-
+


უნივერსიტეტებში დასარეგისტრირებლად, მომავალ სტუდენტებს, სხვა საბუთებთან ერთად, ატესტატის წარდგენაც სჭირდებათ. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის, ატესტატის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს.

დაინტერესებულმა პირმა პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის  შემთხვევაში - დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.

მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისის შემდეგ პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია: 

  • განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს - უფასო;
  • განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 25 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 40 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 55 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 65 ლარი.

აღსანიშავია, რომ თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს სასწავლო წლის ბოლომდე, მას მომდევნო წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გადაეცემა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

სკოლები

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

 

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება