| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

1. ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები (შემდგომ – კანდიდატი) შეიძლება იყვნენ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტ(ებ)ი, დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირ(ებ)ის წარმომადგენლები, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირები/ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში.
3. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტის კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საექსპერტო სამუშაო(ები)ს განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
4. დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირ(ებ)ის კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) შესაბამის დარგობრივ სამინისტროში/სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის დასაქმებულის სტატუსის ქონა აღნიშნულ დაწესებულებაში.
5. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის ან/და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირების/ორგანიზაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატ(ებ)ი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მუშაობის ან/და ამავე სფეროში პროექტების განხორციელების ან/და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
6. დარგობრივი ასოციაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან პროფესიული განათლება;
ბ) წარმდგენ დარგობრივ ასოციაციაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის ამ ასოციაციის წევრობის სტატუსის ქონა.
7. კანდიდატები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები, უნდა შეეძლოთ ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში და საკუთარი ფუნქციის შესრულება პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა