სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდილება+რეფლექსია= განვითარებას - როგორ იმაღლებენ კვალიფიკაციას მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყანაში
27-05-2023
-
+


მასწავლებლობა კვალიფიკაციის მუდმივ ზრდასთანაა დაკავშირებული; ბავშვები - მომავლის ადამიანები არიან და სწორედ ამიტომ, პედაგოგი არ შეიძლება ჩარჩეს წარსულში, - ასე ხსნიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიული ზრდის აუცილებლობას.

მაგალითად აშშ-ში მასწავლებლის პროფესიული განვითარების გარეშე, სკოლის ეფექტური ფუნქციონირება გამორიცხულია.

ამერიკელი პედაგოგების პროფესიულ ზრდას დიდი ყურადღება ეთმობა, როგორც რეგიონულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. აქ არის დღის, საღამოს, დაუსწრებელი, საკვირაო... კურსები, რომლებიც ადრე სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა, ახლა კი მასწავლებელი საკუთარ სწავლას თავადვე აფინანასებს, კვალიფიკაციის ამაღლებისას კი გამოიყენება სტანდარტული, კასკადური და კომბინირებული მოდელები.

გერმანიაში, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა, მიუხედავად, მისი სავალდებულო ხასიათისა, საკმაოდ მოქნილია და მოიცავს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებს: სასწავლო კურსები, სემინარები, კონფერენციები. გერმანიაში საკმაოდ პოპულარულია უწყვეტი ტრენინგების სისტემა, ბოლო პერიოდში კი დისტანციური კურსებიც პოპულარობით სარგებლობს.

მასწავლებლების პროფესიული განვითარება შვედეთში ნებაყოფლობითია, ხოლო კვალიფიკაციის ამაღლების ტრადიციული მოდელია თავითვგანვითრება;

დიდ ბრიტანეთში პედაგოგების განვითარების მიზანი, მუდმივი ადაპტაციაა ცვალებად მსოფლიოსთან.

კვალიფიკაციის ზრდა უშუალოდაა დაკავშირებული მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობასთან და სწორედ აქედან გამომდინარე, ბრიტანული სკოლა მაქსიმალურად უწყობს ხელს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.

ჩინეთში მასწავლებლის კარიერული ზრდის მოდელი აერთიანებს ტრადიციულ, ინოვაციურ მეთოდებს და ქვეყანაში მოქმედებს მთავარი ფორმულა - გამოცდილება+რეფლექსია= განვითარებას.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება