TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გავაუქმოთ საშუალო განათლების ხარჯები და მოხდეს სკოლების პრივატიზაცია... რაც ნაკლებად ჩაერევა სამინისტრო ჩვენი შვილების განათლებაში, მით უკეთესი!“
03-06-2023
-
+


სკოლებში უფასო კვებას, რაზეც განათლების მინისტრმა ინტერპელაციით დეპუტატების კითხვებს პარლამენტში უპასუხა, დეპუტატი ალქესანდრე რაქვიაშვილი გამოეხმაურა:

 „უცნაური დღეა... პარლამენტარები არიან, მაგრამ თან არ არიან! სასკოლო ტერმინი რომ გამოვიყენო, გაკვეთილები დაგვიმთავრდა, მაგრამ გახანგრძლივებულში დავრჩით...

მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა, ბევრ საკითხში ამ ინიციატივას არ ვეთანხმები, ძალიან კარგი პრეცედენტია, კარგი კვლევა ჩატარდა და შეგვიძლია კონკრეტულ პრობლემებზეც ვისაუბროთ...

შიმშილის ასე წარმოჩენა, მართლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი ტიპის კველვების მეთოდოლოგია კითხვებს აჩენს. ბავშვს რომ ჰკითხო - შია თუ არა, შეიძლება გიპასუხოს, რომ შია, მაგრამ შეიძლება ეს შიმშილს არ ნიშნავდეს. ბევრი ჩვენგანი დადიოდა სკოლაში მშიერი, რადგან არ გვიყვარდა დილას ჭამა...

ამიტომ მიმართვა სამინისტროსადმი - ვუყიდოთ საჭმელი და მეტი ფული დავხარჯოთ, ვფიქრობ, მიდგომიდან გამომდინარე, არასწორია.

ჩემი აზრით, ბევრი უფლებამოსილება გადავეცით განათლების სამინისტროს - ეს სფერო იმიტომაცაა ყველაზე დეგრადირებული, რომ ჩვენ ფუნდამენტურ, ადამიანურ გარემოებაზე ვთქვით  უარი, როცა მშობელს წავართვით უფლება, თვითონ იზრუნოს თავის შვილზე და დავიჯერეთ, რომ ქვეყნის ბიუროკრატებს ამის გაკეთება ჩვენზე უკეთ შეუძლიათ!

განათლების სამინისტროს იმხელა უფლებამოსილება გადავეცით, რომ ის წყვეტს, როგორ, რა უნდა ვასწავლოთ. ფუნდამენტურად, მშობელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის შვილზე... შეიძლება არსებობდეს რადიკალური სიტუაციები, მშობელს არ ჰქონდეს თანხა, მისცეს სათანადო განათლება, მაგრამ არ შეიძლება, სისტემა აწყობილი იყოს კრიტიკულ და რადიკალურ მაგალითებზე, მშობლებს კი წავართვათ ეს უფლება, რადგან ვიღაცას ამის საშუალება შეიძლება არ ჰქონდეს.

ავიღოთ და სრულად გავაუქმოთ ხარჯები საშუალო განათლებაზე, მოვახდინოთ საჯარო სკოლების პრივატიზაცია და ეს ფული, რასაც სკოლებზე ვხარჯავთ, უბრალოდ მივცეთ მშობლებს... წელიწადში 2-3 ათასი იხარჯება ბავშვეზე და მოდი, თვითონ გადაწყვიტოს მშობელმა, შევა ამ თანხაში კვება, გახანგრძლივებული თუ - არა! 

2-3 ათასი საკმარისია, რომ მშობელმა მისცეს განათლება, გაიაფდება კერძო სკოლები, რადგან მეტი არჩევანი გაჩნდება! პრობლემის ამოსავალი ისაა რომ სამინისტრო ბევრს აკეთებს, ზედმეტი უფლება გადავეცით და არჩევანი არ დავუტოვეთ მშობლებს, როგორ მოეპყრონ თავის შვილებს! ვინც საჭიროებს დახმარებას, იმას დავეხმაროთ მაგრამ არ დავჩაგროთ ის ადამიანები ვისაც ამის საჭიროება არ აქვს. ვერ იქნება სისტემა გამართული, თუ მშობელს არ ქნება უფლება, გადაწყვიტოს, როგორ გაზარდოს თავისი შვილი! უკიდურესი სიღარიბის და სხვა კრიტიკული სიტუებისთვის, დამატებითი ინსტრუმენტები გვჭირდება, თუმცა ვთხოვ სამინისტროს, დაკავდეს ამ საკითხით. ზოგადად, რაც ნაკლებად იქნება განათლების სამინისტრო ჩართული ჩვენი შვილების განათლებაში, მით უკეთესი იქნება“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება