TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო დიაგნოსტიკური შეფასებების ფარგლებში პედაგოგებთან შეხვედრები დაიწყება
20-03-2023
-
+


სასკოლო დიაგნოსტიკური შეფასებების მოდელის დანერგვის მიზნით სსიპ - "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" იწვევს სკოლის მასწავლებლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ დაესწრონ ორკვირიან სამუშაო შეხვედრებს და შეისწავლონ ტესტური დავალებების შექმნის მეთოდოლოგია ცენტრის ექსპერტებთან ერთად. სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეული კონსულტანტი, რის გამოც სამუშაო ენა იქნება ინგლისური. ამდენად, ტრენინგებში მონაწილეობისთვის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
 
მსურველებს მოეთხოვებათ პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობისა და ბიოგრაფიის (CV საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) წარმოდგენა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: naec@naec.ge
 
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხოური ენა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.
 
წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ იმ კონკურსანტებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ განაცხადების გადარჩევის ეტაპს, ჩაუტარდებათ ტრენინგები 2023 წლის 3 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება დღეში დაახლოებით 6 საათი (მცირე შესვენებებით).
 
შეხვედრების დასრულების შემდეგ შერჩეულ მონაწილეებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულებები. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 247 33 33.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 27 მარტი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება