სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რას ნიშნავს Gen Z, მილენიალი, Gen Alpha... და როგორ იყოფიან ადამიანები თაობების მიხედვით 
16-03-2023
-
+


ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში, მედიაში და საუბარში აქტუალური გახდა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა - Gen Z, მილენიალები, Gen Alpha. რას აღნიშნავს ისინი, საზოგადოების ნაწილმა იცის, თუმცა ზოგიერთს გაუჩნდა კითხვა, რომელ წლებში დაბადებული ადამიანები მიეკუთნებიან ამა თუ იმ ჯგუფს და თავად რომელი თაობის ნაწილი არიან. 

თავდაპირველად, უნდა ითქვას, რომ ამგვარი დაყოფა დასავლური სამყაროდან მოდის. თანამედროვე ცხოვრებაში კი მათი აღმნიშვნელი ტერმინები ფართოდაა გავრცელებული. გარდა ზემოთმოყვანილი 3 თაობისა, არიან სხვებიც, რომელთა შესახებაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გქონდეთ, რადგან მათი აღმნიშვნელი ტერმინები დიდი სიხშირით არ გამოიყენება. 

ამიტომაც, ქვემოთ ინფორმაცია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და მათი დასახელების, მახასიათებლებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებაა მოცემული.

დაკარგული თაობა - ასევე ცნობილია როგორც „1914 წლის თაობა“.  ეს ტერმინი იმ ადამიანებს აღწერს, ვინც პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ამ თაობის წარმომადგენლებლად 1883-დან 1900 წლამდე დაბადებული ადამიანები ითვლებიან. მათი ნაწილი სრულწლოვანი სწორედ პირველი მსოფლიო ომის დროს გახდა. 

უდიდესი თაობა - ასევე ცნობილია როგორც „G.I. თაობა“. მოიცავს ვეტერანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ. ისინი 1901 წლიდან 1927 წლამდე პერიოდში დაიბადნენ. ადრეულ წლებში დაბადებულები სრულწლოვანები ოციან წლებში, ხოლო უმცროსები დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს გახდნენ. 

მდუმარე თაობა - დაიბადნენ 1928-დან 1945 წლამდე. ისინი სრულწლოვანები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში გახდნენ. აშშ-ში ამ ჯგუფში შემავალი ადამიანები უმეტესობა კორეის ომსა და შესაძლოა, ვიეტნამის ომის დროსაც იბრძოდა.

Baby Boomers - ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წლიდან 1964 წლამდე დაიბადნენ. სწორედ ომის შემდეგ დაფიქსირდა შობადობის მკვეთრი ზრდა - ბუმი. აღნიშნულ ჯგუფის დასახელება სწორედ ამ ბუმის გამო ეწოდა. მათ სახელს ბევრი ტექნოლოგიური მიღწევა უკავშირდება, თუმცა დღესდღეობით იმ კატეგორიას განეკუთნებიან, რომლებიც თანამედროვე მოწყობილებებში ნაკლებად ერკვევიან.

X თაობა - მოკლედ, Gen X. 1965-1980. ისინი ხანდაზმული თაობიდან ახლისკენ, ფაქტობრივად, ხიდი არიან. კარგად ერკვევიან ტექნოლოგიებში. მათი თაობა ხელოვნური ინტელექტის, ვიდეო თამაშების, ინტერნეტის საწყის ეპოქაში დაიბადნენ.

მილენიალები - (1981 - 1996). მათზე წინამორბედი თაობები ამბობენ, რომ ძველი ღირებულებები ნაკლებად ესმით. ამიტომაც, გარკვეულწილად, მათი გაგება უჭირთ. ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებში კარგად ერკვევიან. 

თაობა Z - Gen Z, ისინი მილენიალების მერე 1997-2010 წლებში დაიბადნენ. პირველი თაობა არიან, რომლებიც ბავშვობიდანვე ინტერნეტისა და პორტატული ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით გაიზარდნენ. მეორე მხრივ, ისინი ეკრანთან დიდ დროს ატარებენ, რასაც გარკვეული ნეგატიური ეფექტი აქვს. ისინი ინტერნეტს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მოიხმარენ და ერთდროულად, სხვადახვა საქმის ეფექტურად შესრულება შეუძლიათ. სლენგებსაც აქტიურად იყენებენ.

თაობა ალფა - Gen Alpha. ისინი Gen Zის შემდეგ, 2010-ანი წლების დასაწყისიდან 2020-ან წლებს შორის დაბადებული ადამიანები. თაობა ალფა პირველია, რომლის ყველა წარმომადგენელიც 21-ე საუკუნეში დაიბადა. სავარაუდოა, რომ ამ თაობის პირთა რაოდენობა 2015 წლისთვის, სავარაუდოდ, ორ მილიარდს მიაღწევს. 


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება

117894

„მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ვერ იქნება წარმატების საფუძველი...“ - სკოლის დირექტორები მოსაზრებებს გვიზიარებენ

როგორ ნერგავს სხვადასხვა ქვეყანა ხელოვნურ ინტელექტს სასკოლო განათლებაში

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია ისტორიითა და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა
 

ღონისძიებაზე აღინიშნა იმ მოსწავლეთა წარმატება, რომლებმაც შესანიშნავი აკადემიური შედეგებით დაამთავრეს სკოლა

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

სიახლეები
საზოგადოება