სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის შედეგად შექმნილი პროფესიული განათლების პროგრამები წარმატებულად შეფასდა
03-02-2023
-
+


ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Mathematica-მ აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაკვეთით, საქართველოში განხორციელებული მეორე კომპაქტის (გრანტი) პროფესიული განათლების პროგრამის შედეგების შეფასება წარმოადგინა. 

პრეზენტაციაზე, რომელიც 2 თებერვალს გაიმართა და რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელები, ასევე პროგრამაში ჩართული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლები ესწრებოდნენ, წარმატებულად შეფასდა კომპაქტის შედეგად განხორციელებული პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროგრამების ყველა პარამეტრის მიხედვით. კერძოდ, შეფასებებმა ცხადყო:

კომპაქტის შედეგად შექმნილი პროფესიული განათლების პროგრამების კურსდამთავრებულებმა შეძლეს უფრო მაღალ-ანაზღაურებად სამსახურებში დასაქმება. 

პროგრამები უფრო მეტად აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვიდრე სხვა არსებული პროგრამები, შესაბამისად ამ პროგრამების კურსდამთავრებულების უმეტესობამ, სწავლის დასრულებისთანავე, შეძლო დასაქმება. 

პროფესიული განათლების პროგრამების სტუდენტთა სამ მეოთხედზემეტი დასაქმდა პროგრამის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოში არსებული ყველა საჯარო პროფესიული პროგრამების სტანდარტის მიხედვით, ახალი პროგრამების შედეგად, გაიზარდა სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელი და მათი ანაზღაურება პანდემიის პერიოდში.

კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი 15%-ით მაღალი იყო ეროვნულ ნიშნულთან შედარებით, ასევე მათი შემოსავალი 12-13%-ით აღემატებოდა ანალოგიური პროგრამების სხვა კურსდამთავრებულების საშუალო მაჩვენებელს.

კომპაქტის შედეგად შექმნილი 60 მეტი პროფესიული პროგრამა დღესაც წარმატებით აგრძელებს სტუდენტების მიღებას, არის მოთხოვნადი როგორც სტუდენტების ასევე დამსაქმებლების მხრიდან, რაც პროგრამის მდგრადობას უსვამს ხაზს.  

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში, კვლევითი ორგანიზაცია „Mathematica“ დეტალურად აფასებდა თუ რა გავლენა იქონია ამერიკულმა ინვესტიციამ საქართველოს პროფესიული განათლების სექტორზე, კონკრეტულად კი სტუდენტებზე და პროგრამების კურსდამთავრებულებზე. 

„აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი, რომელიც 2013-19 წლებში ხორციელდებოდა მოიცავდა პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული 16 მილიონი აშშ დოლარის პროფესიული განათლების პროექტი წარმატებით განხორციელდა, რასაც ცხადყოფს დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც დღეს წარმოადგინეს ამერიკელმა მკვლევრებმა. კვლევამ ცხადყო, რომ კომპაქტის მიზნები წარმატებულად შესრულდა. საქართველოში აშშ-ს მთავრობის მიერ განხორციელებული კომპაქტი ერთერთ წარმატებულ მაგალითად არის აღიარებული. კომპაქტის წარმატებულ განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც აშშ-ის, ასევე საქართველოს მთავრობებს და ყველა იმ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში“, - განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. 

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ერთერთი უმსხვილესი ინვესტიციაა, რომელიც ემსახურებოდა ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკის ზრდისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით. კომპაქტის მეშვეობით, 2014-2019 წლებში განხორციელდა 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა და საჯარო სკოლის დირექტორმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებზე 780 სტუდენტი იქნა ჩარიცხული. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
თათია ხუბულავა
ათასწლეულის ფონდის PR ოფიცერი
tkhubulava@millennium.org.ge | მობ: 577 516363 
www.millennium.org.ge 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება - ცვლილება პერსონალის პროფესიულ სტანდარტში

ეროვნული გამოცდები, საბოლოო კოტები და პროგრამების ჩამონათვალი ცნობილია

შულავერის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

2025-2026 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში 58 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა - განახლებული სტატისტიკა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედიკოებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება