სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„55 ათასი კურსდამთავრებულიდან 80% ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს ან ქვეყნიდან გადის“
27-01-2023
-
+


55 ათასი კურსდამთავრებულიდან 80% ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს ან ქვეყნიდან გაედინება - მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ პროფესიული სწავლების შემთხვევაში თავი ირჩინონ. დღეს უჭირს სამშენებლო ბიზნესს, მედიცინას, სადაც არც სანიტარია და არც ექთანი, - ამის შესახებ „საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების აღჭურვა მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით.

„ აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შედენო“ პროფესიულ სასწავლებელში. მათ უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პროფესიული სწავლების შემთხვევაში თავი ირჩინონ, მომავალი უზრუნველყონ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფესიული სასწავლებლების აღჭურვა მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით, ამ კურსის დასრულების შემდეგ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დასაქმდეს და ირჩინოს თავი.

ჩვენ გვაქვს ისეთი პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ათობით სპეციალისტს ამზადებენ, მაგრამ მოთხოვნაა გარკვეულ მიმართულებებზე, ეს არის ტურიზმი, მშენებლობა, მედიცინა. დღეს უჭირს სამშენებლო ბიზნესს, უჭირს მედიცინას, სადაც არც სანიტარია და არც ექთანი, ეს კადრებია დღეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.

გარდა ამისა მან, მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დროის 48-დან 40 საათამდე შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესისთვის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობას ქმნის.

„გარკვეული სფეროებისთვის 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. მაგალითად, სპეციფიკურ სფეროებად ითვლება დისტრიბუცია, ტურისტული სფერო, რესტორნები, სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება კვირის განმავლობაში 40 საათი იმუშაოს და შეასრულოს ვალდებულება. ამასთან, უარი თქვას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ან მეორე ვარიანტში, შეასრულოს 40 საათი, დამატებით იმუშაოს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ამ კუთხით მინიმალური ხელფასი არ არის განსაზღვრული. ეს ბიზნესისთვის არის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობა, მეორე დამატებითი გასავალი. ეს ორი ფაქტორი ბიზნესისთვის გამოწვევაა. დღეს ძალიან რთულია ახალი კადრების მოძიება. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეიძლება გარკვეული ბიზნესისთვის გადაულახავი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ძალიან დიდი პროცენტია იმ ბიზნეს სფეროსი, რომელიც ამ პრობლემას ვერ გადალახავს და პრობლემა შეექმნება“,- აღნიშნა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება