| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საშობაო არდადეგები სკოლებსა და ბაღებში დაწყებულია, საინტერესოა როგორ რეგულირდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დასვენების დღეები - სტუდენტთა აკადემიური კალენდარი ყველა უნივერსიტეტში განსხვავებულია. სასწავლო განრიგი ყველგან ინდივიდუალურად განისაზღვრება. etaloni.ge- მ შეაგროვა ინფორმაცია, თუ როდის იწყება საშობაო არდადეგები უნივერსიტეტებში და რა ვადებშია გაწერილი.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის არდადეგები 1 იანვარს დაიწყო და 10 იანვრამდე გაგრძელდება, მოგვიანებით ისევ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და 23 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ზამთრის არდადეგებით ისიამოვნებენ.
ხოლო, მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის არდადეგები იწყება 23 თებერვალს და გრძელდება 5 მარტამდე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის საშობაო არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საშობაო არდადეგები 1 იანვარს დაიწო და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ზამთრის არდადეგები კი, 26 თებერვალიდან - 5 მარტის ჩათვლით იქნება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სტუდენტებს საშობაო არდადეგები 31დეკემბერს დაეწყოთ და 6 იანვრის ჩათვლით ისვენებენ, რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს 20 თებერვლიდან 25 თებერვლამდე იქნება გაწერილი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის დასვენების დღეები 25 დეკემბერს დაიწყო და 8 იანვარის ჩათვლით გაგრძელდება.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის კი, ცოტა მოგვიანებით, 31 დეკემბრიდან დაიწყო და მათაც ექნებათ შესაძლებლობა 8 იანვრის ჩათვლით დაისვენონ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
საშობაო არდადეგები უნივერსიტეტში 30 დეკემბერს დაიწყო და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტუდენტები საშობაო არდადეგებით 31 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით ისიამოვნებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს