სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავიცვათ ბავშვები ძაღლების აგრესიისგან - „ძაღლების გახშირებული თავდასხმები საზოგადოების უპასუხისმგებლობის შედეგია“
22-11-2022
-
+


ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ადამიანებზე ძაღლების თავდასხმის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, უფრო ხშირად, არასრულწლოვნებზე. ხელისუფლება უკვე ალაპარაკდა კანონის გამკაცრებაზე, რომელიც ალიკაპის და საბელის გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს, თუმცა ის ადამიანები, ვინც საკითხში მეტ-ნაკლებად ერკვევა, ამბობენ, რომ ალიკაპი გამოსავალი არ არის და ვერც უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის.

Etaloni.ge-ს კინოლოგი ზვიად საათაშვილი ესაუბრება იმის შესახებ, თუ რა იწვევს ძაღლებში აგრესული ქცევას, რა არის გამოსავალი და რაც მთავარია, რამდენიმე რჩევასაც გვაძლევს, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ბავშვები ოთხფეხების აგრესიისგან.

- ზვიად, რა იწვევს ცხოველების ასეთ აგრესული ქცევას?

- პრობლემა სოციალურ საკითხებში და ჩვენს დამოკიდებულებაშია ძაღლთან მიმართებით; საქმე ის გახლავთ, რომ სამწუხაროდ, არ ვარჩევთ ჯიშს, რომელიც სახლში მოგვყავს, არადა კონკრეტული ჯიში, კონკრეტული დანიშნულებისთვისაა გამოყვანილი... მარტივად რომ ვთქვათ, სახლში სპილოს ხომ არ მივიყვანთ? ეს შექმნის დისკომფორტს, მოიქნევს  ხორთუმს, ირგვლივ ყველაფერს დააზიანებს... იგივე შეიძლება ვთქვათ სხვადასხვა ჯიშის ძაღლებზე.

კონკრეტულ ჯიშს რომ შევეხოთ, პიტბული ენერგეტიკულად ძლიერი ძაღლია; მისი გენი სწორედ იმიტომ იქმნებოდა, ძლიერი ყოფილიყო, დამცველობის რეფლექსი აქვს...  შეიძლება შევუქმნათ ისეთ  გარემო, რომ იყოს მშვიდი,  თავს არავის ესხმოდეს, გავუჩინოთ საზოგადოების, სოციუმის მიმღლებლობა, მაგრამ მასში სხვა გენეტიკური კოდი დევს.... გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პატრონის  დამოკიდებულება - რა დროს ატარებს ძაღლთან, რა ურთიერთობა აქვს...

ჩემი ძაღლი, სახელად კარმა 41 კილოს იწონის და 45 კმ. სთ-ის სიჩქარეს ავითარებს სირბილისას - ის რომ ბავშვს კი არა, ზრდასრულ ადამიანს დაეჯახოს, სავალალო შედეგი დადგება... ასეთ გათვლებს, ასეთ მიდგომებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამაღიზიანებელი ფაქტორი კი შეიძლება ბევრნაირი იყოს, თუნდაც ხმაური, გარემო პირობები... ადამიანს ჭიკარტი რომ შეერჭობა ხელში, ტკივილისგან ინსტინქტურად, შეიძლება გაუთვალისწინებელი მოძრაობა გააკეთოს, თუმცა მაინც მოზომოს, თუნდაც ხელის მოქნევა, რათა არ დააზიანოს გვერდით მყოფი, ძაღლს კი კონტროლის ასეთი ძლიერი მექანიზმი არ აქვს, როდესაც გარე გამაღიზიანებელი ფაქტორი მოქმედებს, ეს მექანიზმი უნდა გააკონტროლოს პატრონმა; შეიძლება რამე აწუხებდეს, არ აქვს მნიშნელობა, პიტბული იქნება თუ სენ ბერნარი (რომელიც ბუნებით ძალიან თბილი და მოსიყვარულეა) და განვითარდეს აგრესია. ამიტომ ვამბობ, უდიდესი მნიშნელობა აქვს ძაღლის ინდივიდს.

- ბოლო პერიოდში ადამიანებზე ძაღლების თავდასხმის გახშირებული შემთხვევები, არის თუ არა საზოგადოების უპასუხისმგებლობის შედეგი?

- უდავოდ, ასეა,.. ჩემი ძაღლი კარმა ჩემი ოჯახის წევრია და მე ვიცი მისი ფიზიკური შესაძლებლობები, ასევე ის, თუ რა სჭირდება, რამდენი ხანი უნდა ირბინოს, როგორ დახარჯოს ენერგია... სწორედ ამას არ ითვალისწინებენ, ძაღლი ენერგიას ვერ ხარჯავს, ითრგუნება, ისტრესება  და მერე დგება სავალალო შედეგი. აი, მაგალითად, ასაკოვანი ხალხი მოიყვანს სახლში ჯეკ რასელ ტერიერს და მიუხედვად იმისა, რომ პატარა ზომის ძაღლია, ისეთი მაღალი ტემპერამენტის მატარებელია, შეიძლება პატრონმა უბრალოდ ვერ გაუძლოს...

როდესაც ამ ყველაფერს არ და ვერ ითვალისწინებ, რატომ მიდიხარ რისკზე, გაუგებარია!  ძაღლის წვრთნას დიდი ცოდნა სჭირდება, მის გენეტიკას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- თუ ამაღლდა ცნობიერება ძაღლების წვრთნის მიმართულებით და რომელ ჯიშს სჭირდება სპეციალური სწავლება?

- წვრთნა სჭირდება ყველა ჯიშს და ამაში ვგულისხმობ აღზრდას; რაღაცების მიმღებლობა ცხოველისთვის უნდა გახადო შესაძლებელი!  ხელიდან რომ აჭმევს პატრონი, ხელი არ უნდა მოაჭამოს, მშვიდად უნდა გამოართვას საკვები; უნდა დაასწავლო ძაღლს, პატრონს უდიერად არ მოექცეს; ისიც უნდა იცოდეს, რა არის ხელის ჩამორთმევა, ხელის გადახვევა, რათა ეს არ ჩათვალოს თავდასხმად.

- ალიკაპი გამოსავალია?

- ალიკაპი არის თავის დაზღვევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ძაღლს უზღუდავს თავისუფლებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ მოწმდება, რამდენად ადკევატურია ძაღლი, როგორ რეაგირებს გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორია აგრესიის დონე, რაც უსაფრთხოებას გააძლიერებდა. ალიკაპი კი დასჯის მექანიზმია; ის საჭიროა, თუმცა არა ყოველთვის. ქუჩის ძაღლს ვინ გაუკეთებს აპლიკაპს? ასე საქმე არ გვარდება - პატრონმა უნდა შექმნას ისეთი მოცემულობა, რომ ძაღლს ალიკაპი არ დასჭირდეს. ძაღლი თუ დააბი, ალიკაპი გაუკეთე და არ მიეცი თავისუფლება, მერე შეგჭამს, აბა, რა იქნება?! ალიკაპი არის ყოფაქცევის კორექციის ინსტრუმენტი, საფრთხოების საშუალება ძაღლის გარემოსთან ინტეგრირებისას, თუმცა არაა პრობლემის მოგვარების გზა - ამას აქვს ლიმიტები, რომელიც გასათვალისწინებელია; არაა სწორი, ძაღლს მუდმივ სასჯელად მიუჩინო ალიკაპი; თუმცა, თუ იკბინება, ვალდებული ხარ, პირიც აუკრა და თასმაზეც გყავდეს; ქუჩაში უამრავი ძაღლია, რომელიც თავს არ ესხმის ადამიანებს, რადგან ადაპტირებულნი არიან სოციუმთან და მიმღებლობაც აქვთ.

- რა რჩევებს მისცემდით საზოგადოებას - როგორ დავიცვათ ბავშვები და საკუთარი თავი ძაღლების აგარესიისგან?

- პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ არ უყვართ ძაღლებს თვალებში ყურება!

- 5-6 ძაღლი რომ წევს თავისთვის და სძინავს, არ უნდა შეაწუხო და ასევე, არ უნდა აგრძნობინო, რომ გეშინია. შიშის დროს, ჰგონიათ, რომ მათთვის საფრთხეს წარმოადგენ, ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნება აუცილებელია და არ უნდა მოახდინო აგრესიის პროვოცირება. არ არის საჭირო ძაღლის თვალებში მისი სულიერი სამყაროს ძიება...

და თუ მაინც მოხდა ისე, რომ გამოვიწვიეთ აგრესია, უნდა შევქმნათ ხმაური; ენერგეტიკის „აწევა“ ასეთ დროს აუცილებელია, ასე დავჩრდილავთ ძაღლის აგრესიას და თავდასხმის სურვილიც გაუქრება.

ასევე, შეგვიძლია ვატაროთ ელექტროშოკერი, რომელსაც უსიამოვნო ხმა აქვს და ძაღლებს მისი ეშინიათ.

შეგვიძლია მიწაზე დავარტყათ ფეხი, გავაკეთოთ მკვეთრი მოძრაობა, რათა დავანახოთ, რომ ცოცხალი არსებები ვართ და მარტივად ვერ დაგვჯაბნის!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება