სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მოწესრიგებული საკლასო ოთახის შესანარჩუნებაში ეს ხერხები დაგეხმარებათ
23-11-2022
-
+


ჯანსაღი, მოწესრიგებული და სუფთა გარემო სასწავლო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მართალია, საკლასო ოთახებს დამლაგებლები აწესრიგებენ, თუმცა, როგორც წესი, მის სისუფთავეზე მასწავლებლებიც აქტიურად ზრუნავენ. ისინი ცდილობენ, რომ კლასში მაქსიმალური წესრიგი იყოს.

ეს ზოგჯერ ძალიან რთულია, ამიტომაც ჩვენ გიზიარებთ უცხოელი პედაგოგის რჩევებს, რომელმაც თავისი მეთოდები შეიმუშავა.

სთხოვეთ მოსწავლეებს რომ დაგეხმარონ

საკლასო ოთახის მოწესრიგების კარგი გზაა დასუფთავებაში მოსწავლეების დახმარებაა. მთავარია, თქვენს შეთავაზებას ნამდვილად თხოვნის სახე ჰქონდეს და მოსწავლემ იცოდეს, რომ უარის შემთხვევაში მისდამი დამოკიდებულებაზე ცუდად არ აისახება.  

ყველაზე მცირე რისი გაკეთებაც მათ ევალებათ, ნაგვის ურნაში ჩაყრაა. ასევე, სთხოვეთ, რომ წასვლამდე თავიანთი მაგიდა და სკამი მოაწესრიგონ.

მოაწყვეთ დასუფთავების განრიგი

დასუფთავების განრიგის შედგენა, შეიძლება ძალიან კარგი განსაკუთრებით დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის იყოს. თითოეულ მოსწავლეს ეთმობა დღე, როდესაც ისინი პასუხისმგებელნი არიან კლასის დალაგებაზე. მასწავლებელს შეუძლია კედელზე კალენდარი განათავსოს და დაწეროს, ვისი ჯერია.

შექმენით საკლასო წესები

ყველა სკოლას აქვს წესები და პოლიტიკა, რომელიც მოსწავლეებმა უნდა დაიცვან. შეგიძლიათ რამდენიმე მსუბუქი წესი კლასისთვისაც შემოიღოთ, მაგალითად, მოსწავლეებს სთხოვოთ, რომ საკლასო ოთახის კედლებზე არ დახატონ და წარწერები არ დაიტანონ.

შეამცირეთ არეულობის წყაროები

მოსწავლეებს მოუწოდეთ, რომ კლასში არ ჭამონ. ასევე, წყლის გარდა, სხვა ნებისმიერი სასმელის შეტანა დაარეგულირეთ. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ წებოვანი ლაქები. თუ მოსწავლეს სასმელი დაექცევა, შეიძლება ისეთი ლაქები გაჩნდეს, რომელთა მოშორება რთულია.

საბოლოოდ, მსგავსი ქმედებებით თქვენი კლასი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული იქნება. რა თქმა უნდა, გაითვალისწინეთ ის, რომ მოსწავლეებს ზემოთთქმული საკითხები მხოლოდ თხოვნის სახით უნდა მიეწოდოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება