სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვევედრებით საგამოცდო ბარიერის დაწევას, რაც სამარცხვინოა პედაგოგისათვის“ - ტესტირების შედეგებს მასწავლებელი ეხმაურება
26-09-2022
-
+


პროფესიული უნარების გამოცდაზე გასული პედაგოგების შედეგების გასაჯაროებამ, რომლის სტატისტიკაც etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა, მასწავლებლებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში  პედაფოგმა gocha gochoshvili-მა პოსტიც გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ახლა უკვირთ კოლეგებს, რომ გამოცდავერჩაბარებულებს ჩაჭრილი უწოდეს .

რატომო.....

მე არ მიკვირს .

ეს იმ ყველაფრის გამოძახილია, რისი შემომქმედთაგანიც თავად ვართ თუ გაგვხადეს.

ჩვენ ვუქნევთ თავს მორჩილად ყველაფერს, რასაც გვთავაზობენ.

„თუ არ მოგწონს, წადი!"- ფრაზამაც არ გამოგვაფხიზლა .

სახელმწიფო, სადაც არჩეული ხელისუფალი, რომელიც ამრჩევის ნებას უნდა აღასრულებდეს, პედაგოგს ამ ფრაზით არ უნდა უმასპინძლდებოდეს .

მასწავლებელი უნდა იყოს სახელმწიფოს ხერხემალი და არა სხვა ნებისმიერი უწყების წარმომადგენელი , რადგააან ....

გავაგრძელო?

და ქვეყანა, სადაც ამას ვერ იაზრებენ, სადაც ჩინოვნიკს ჰგონია ქვეყნის ბატონ-მმართველი თავი, სახელმწიფოდ ვერასდროს შედგება .

ვერასდროს.

პედაგოგია ამ ქვეყნის აწმყოს და მომავლის მჭედელი.

ჩინოვნიკებმა კი, საკუთარი უნიათობითა და ვოლუნტარისტულლი ნარცისიზმით შემკული „მოღვაწეობით“ გამოწვეული გაუგონარი ვარდნის პროცესის სიმძიმე, სიზიფეს ტვირთივით, რომელშიც განათლების სისტემა ჩაახეთქეს, სრულად მას აჰკიდეს და ყველა უბედურება მას წააკლეს .

და კომუნიზმის აღუსრულებელი იდეისა არ იყოს: ყველა მასწავლებელი უუმაღლესესი კატეგორიისა უნდა იყოს !!!! - იდეა გააფეტიშეს .

არადა, ეს ყველამ იცის, რომ ბუნების, უფლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

ერთი დონის, ერთ ყალიბში გამოყვანილი პროფესიონალები არცერთ პროფესიაში არ არსებობენ, ვერც იქნებიან ვერასოდეს!!!!!

და დაიწყო მარულა სტატუსების მოსაპოვებლად ამ აბსურდული იდეის ხორცშესასხმელად.

და დღესაც მათი მონაწილეები ვგრძნობთ ამ ყველაფერს შინაგანად, მაგრამ ლაბირინთიდან გამოსასვლელი გზები ვერ გამოგვიძებნია და იმ ჩინოვნიკებს ვევედრებით რას????

საგამოცდო ბარიერების დაწევას, რაც თავისთავად სამარცხვინოა პედაგოგისათვის.

ანუ, მალე აბიტურიენტებისათვის სრულიად გაუგონარი უმინიმალურესი ბარიერის დაწესების მოთხოვნამდე დაგვამდაბლებენ თუ ასე გაგრძელდა .

ცალკეულ პედაგოგებს სამიდან....

თორმეტამდე (!) ქულა დააკლეს და გაპროტესტების შემდეგ ....

მოუმატეს, ბედნიერები გახადეს და

სამართლიანი უკმაყოფილების რისხვის ჩასაქრობად, ცალკეულ პედაგოგებს შედეგების გასაჩივრება ურჩიეს - თქვენც მოგემატებათო .

ოღონდ სქემას არ, ვერ შევეხებითო, რადგან ის ყოფილა სასკოლო განათლების არსი, აზრი და უმისოდ სულ მოიშლება თურმე ყველაფერი .

თან გვაშინებენ - სტატუსებს დაკარგავთო მაშინ.

სტატუსზე კი ხელფასის ოდენობა ჩამოჰკიდეს მიმზიდველობის გასაზრდელად .

სქემაზე, ხელფასზე, ტრენინგებზე არ დავილაპარაკებთ, ვერ შევცვლით, ან

..........

კარგით, ზოგიერთ საკითხზე ვიფიქრებთო .....

და მარულის გაგრძელების ზარები დაარისხეს .....

ჰოდა, ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!

ჩაჭრილი. ...

ჰო, აბა რა !!!!

პ.ს .სრულიად მარტივად არის მოსაგვარებელი რიგი საკითხებისა .

როცა სრულიად ცხადი შეიქმნება ნებისმიერი პედაგოგის პროფესიონალიზმის ხარისხიც, საგნის ცოდნაც და ყველა თავის კუთვნილ ნიშას მონახავს.

როცა ყოველი პედაგოგი მუდმივად იზრუნებს კვალიფიკაციის ამაღლებაზე .

ამის პრაქტიკა უკვე აქვთ წარმატებული განათლების სისტემის შემქმნელ ქვეყნებს.

ჩვენ კი ისევ ველოსიპედს ვიგონებთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეცდომის უფლების გარეშე - 10 მთავარი პუნქტი 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე

დარწმუნებული ხართ, რომ ისეთი სიტყვების სწორად დაწერა იცით, როგორიც მაგალითად ქალბატონი და ბატონია?

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

აღმზრდელებისთვის ახალი სამნაწილიანი გზამკვლევი შემუშავდა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ორენოვანი გასვლითი პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა

 

 

საგანმანათლებლო აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ იაკობ გოგებაშვილის განუზომელი ღვაწლი ქართული განათლებისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების საქმეში

მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება