ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას გრანდიოზული ღონისძიება მიეძღვნა
19-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
გაიმართა მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება, სადაც მოწვეული ჰყავდათ ანიმატორები. გაშალეს წითელი ხალიჩაც და სწორედ ასე შეაცილეს შენობაში პირველკლასელები. სკოლაში ყველაფერი გაკეთდა, რათა მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შექმნოდათ.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ