სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

ETM.GE ახალი მაღალტექნოლოგიური პროექტი სკოლებისთვის „ეტალონის“ გუნდისგან
07-02-2023
-
+


ETM.GE ანუ „ერის ტექნოლოგიური მეხსიერება“ ახალი მაღალტექნოლოგიური პროექტი „ეტალონის“ გუნდისგან უკვე მზად არის.  

ETM.GE ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს გამორჩეულ სკოლებს და ვიზუალური სახით წარმოადგენს:

  •  სკოლის მიმდინარე თუ განვლილი სიახლეების არქივს რეგიონალურ, მუნიციპალურ და ინდივიდუალურ დონეზე
  • სკოლის პირად პროფილს/გვერდს
„ერის ტექნოლოგიური მეხსიერების“ საშუალებით შესაძლებელი იქნება მომავალი თაობებისთვის საქართველოს გამორჩეული სკოლების საქმიანობის წარმოჩენა და სასიამოვნოდ შეხსენება - ETALONI.GE-ის სასკოლო არქივიდან. ასევე, მათი სისტემური წარდგენა სკოლის პროფილის ძირითადი მიმართულებების მიხედვით: სკოლის ისტორია, ფოტო-ვიდეო მასალა, დირექტორის მიმართვა, სასკოლო საზოგადოება, მოსწავლეთა კლუბი და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლის პროფილი შექმნილია და ეტაპობრივად შეივსება ინფორმაციით ETALONI.GE-ს ყველა თანამოაზრე სკოლისთვის. ამასთან, ჩვენი პარტნიორი ყველა სკოლისთვის ETM.GE და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური თუ საორგანიზაციო საკითხი არის სრულიად უფასო.

აღსანიშინავია, რომ პროექტზე „ეტალონის“ გუნდი ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით ყოველდღიურად ინტენსიურად მუშაობდა. პროექტის ჩანასახი იდეა ჯერ კიდევ პანდემიამდე გააჟღერა და გააცნო „ეტალონის“ თანამოაზრე სკოლების ხელძღვანელებს გოჩა ტყეშელაშვილმა, ხოლო პროექტის მასშტაბის, სირთულისა და ამოცანების გათვალისწინებით მისი სრულყოფილად საჯარო წარდგენა უკვე 2023 წლის დასაწყისში მოხდა.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება