TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფიზიკაში 63-დან 61 ქულა მიიღო აბიტურიენტმა, რომელიც რეპეტიტორთან არ მომზადებულა
02-08-2022
-
+


შეფასებისა და გამოდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების ნაწილის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ფიზიკის გამოცდაზე მაღალი ქულა ერთ-ერთმა წარმატებულმა აბიტურიენტმა, ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნიკა ვარდოშვილმა დაიმსახურა.

ნიკამ ფიზიკაში 63 ქულიდან 61 მიიღო. ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულმა ასევე, მათემატიკაში 51-დან 49 ქულა დაიმსახურა, ხოლო ქართულში - 59. ამჯერად, ინგლისური ენის შედეგს ელის თუმცა, მიაჩნია, რომ ამ გამოცდაზეც კარგ ქულას მიიღებს.

etaloni.ge-ს წარმატებულმა აბიტურიენტმა საკუთარი გამოცდილება და მომავალი გეგმები გაუზიარა. ასევე, მომავალი აბიტურიენტებისთვისაც არ დაიშურა საჭირო რჩევები:

„ფიზიკაში მიღებულმა შედეგმა დამანახა, რომ ჩემი შრომა დაფასდა. ველოდებოდი მაღალ ქულას, რადგან ტესტებში განსაკუთრებულად უცხო ამოცანები არ შემხვდა. სანამ გამოცდაზე გავიდოდი საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე. ფიზიკაში განსაკუთრებულად რთული არაფერი იყო, მაგრამ ტესტს მიაქვს ძალიან ბევრი დრო და შეცდომის დაშვების ალბათობა ძალიან მაღალია. შესაძლოა, გამომცდელმა პატარა დეტალი ვერ გაითვალისწინოს თუმცა, ალბათ ესეც პრაქტიკის შედეგად უნდა გამოიმუშაოს.

ფიზიკა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და ამან განაპირობა ამ საგნის არჩევა. საერთოდ არ ვემზადებოდი, ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის სკოლა ოქროს მედალზე დავასრულე. იმის გარდა, რასაც კლასში გავდიოდით, ასევე ამ სფეროში სიახლეებს მუდმივად ვეცნობოდი. 

ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩავაბარებ, რადგან მომავლის პროფესიად მივიჩნევ. 

მათემატიკის ტესტი, განსაკუთრებით ტესტური ამოცანები წინა წლებთან შედარებით რთული იყო. ქართულს რაც შეეხება კი, ახალი სტილი ძალიან მომწონს, რადგან ესეების მეშვეობით ჩვენი, აბიტურიენტების აზროვნება კონკრეტული ლიტერატურული მიმდინარეობების ავტორებთან დაკავშირებით ჩანს, ასევე არ ვართ შეზღუდულები, რომ ჩვენი ზოგადი განათლებიდან პარალერები მოვიყვანოთ. ზოგადად, თემებზე მსჯელობა ძალიან საინტერესოა. ინგლისურის გამოცდას რაც შეეხება, კარგი მოლოდინი მაქვს.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი არანაირ სირთულეს არ შეუშინდნენ და რაც მთავარია, როგორც მუშაობისას ასევე, უშუალოდ გამოცდის მსვლელობისას დრო გააკონტროლონ. ასეთ შემთხვევაში ემოციური გამოფიტვის ალბათობა ნაკლები იქნება და უკეთ შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ“.

ასევე იხილეთ:

მათემატიკის გამოცდის შედეგები ცნობილია - ნაეკი

ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები გამოქვეყნდა

ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და გეოგრაფიის ტესტის ქულები ცნობილია - იხილეთ შეფასების სქემები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება