| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2022 წლის 27 ივნისს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმს უარი ეთქვა ავტორიზაციის მინიჭებაზე, შესაბამისად, დაწესებულებამ დაკარგა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, - აღნიშნულ ინფორმაციას განათლებს ხარისხის განვითრების ცენტრი ავრცელებს.
საბჭოს გადაწყვეტილება დაეფუძნა სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ თვითშეფასების ანგარიშს, საავტორიზაციო დოკუმენტაციას, არგუმენტირებულ პოზიციას, ზეპირ მოსმენაზე დაფიქსირებულ მოსაზრებებს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად თავმჯდომარისა და თანათავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ლიტვიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის საფუძველზე, დაწესებულებას მიეცა შესაძლებლობა, რომ მიმდინარე სასწავლო სემესტრი სტუდენტებს დაასრულებინოს. აქედან გამომდინარე, ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ამოქმედდება 2022 წლის 1 აგვისტოდან.
მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებისთანავე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ერთად სტუდენტებისთვის დაგეგმავს რიგგარეშე მობილობის პროცესს და სტუდენტს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ სწავლა გააგრძელოს სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გამარტივებული წესით (რიგგარეშე მობილობა) იქნება გადაყვანილი.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის არცერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი არ დარჩება განათლების უფლების მიღების გარეშე და ყველას მიეცემა შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელოს ავტორიზებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
რიგგარეშე მობილობის პროცესთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უახლოეს მომავალში დაგეგმავენ შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში გათვალისწინებულია ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგი” და ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი და დაცული იყოს სტუდენტების უფლება, ერთის მხრივ მიიღონ ხარისხიანი განათლება და მეორეს მხრივ, თუკი, დაწესებულებას გაუუქმდება ავტორიზაცია - ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ ავტორიზებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ