სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის ბუღალტრის თაღლითობა დირექტორმა აღმოაჩინა
19-05-2022
-
+


საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა.

მან 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

როგორც Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორი მერაბ ბერიძე ამბობს, ეს ბუღალტერი სკოლაში 2016 წლის მაისიდან მუშაობდა და თავიდან, დაახლოებით, 2 წელი რაიმე გარღვევა არ ჰქონია.

„2018 წლის ჩათვლით საერთოდ არანაირი გარღვევა არ ჰქონია, 2019-დან ნელ-ნელა, შეუმჩნევლად დაიწყო. მერე გაამსხვილა და მივიდა იმ თანხამდე, რაც უკვე ცნობილია. ეტაპობრივად შეგროვდა ეს თანხა, ერთიანად არ გადაურიცხავს“,- ამბობს სკოლის დირექტორი.

ბიუჯეტიდან თანხის მითვისების ფაქტი სკოლის დირექტორმა 2021 წლის მაისში მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ბუღალტერს კონკრეტულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სთხოვა. როგორც მერაბ ბერიძე ამბობს, მას შემდეგ, რაც თანხა არ აისახა, დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა და ბანკში მივიდა. ამონაწერი მოითხოვა, სადაც ჩანდა, რომ ბუღალტერი ფულს თავის ანგარიშზე რიცხავდა.

მერაბ ბერიძის თქმით, 142 629,7 ლარი წლების განმავლობაში დაგროვდა და ეს თანხა მას ერთიანად არ გადაურიცხავს.

„მქონდა გადასარიცხი თანხა, დავურეკე ბუღალტერს, ეს იყო 2021 წლის მაისი, რიცხვი კონკრეტულად არ მახსოვს. თანხა არ ჩაირიცხა, დავინტერესდი, მივედი ბანკში, გავაკეთე ამონაწერი და თანხა, ფაქტობრივად, აღარ იყო, გატანილი ჰქონდა. ამონაწერში გამოჩნდა, რომ ყველგან მითითებული იყო თავისი ანგარიშს ნომერი. მივმართე ზემდგომს, დაიწყო გამოძიება და როგორც ხედავთ, დასასრულს უახლოვდება“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა მერაბ ბერიძემ.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება