სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარია და 16 აპრილს იწყება - დეტალები
16-04-2022
-
+


კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET/KET fs, PET/PET fs, FCE, CAE, TKT და Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყო და დღეს, 15 აპრილს დასრულდება.  მას, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, უფლება აქვს გამოიყენოს  დარეგისტრირების კიდევ ერთი შესაძლებლობა. შემდეგი გამოცდებისათვის: Starters, Movers, Flyers, KET fs, PET fs გვიანი რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის  18:00 საათზე დასრულდება. დანარჩენი გამოცდებისათვის კი გვიანი რეგისტრაცია 16 აპრილიდან 26 აპრილის 18:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასურია 120 ლარი.
 
კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე რეგისტრაცია მოგვიანებით, 1 ივნისს დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
 
 
გამოსაცდელმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე kotiashvili@naec.ge უნდა გამოაგზავნოს:  შევსებული სააპლიკაციო ფორმა:
შევსებული სააპლიკაციო ფორმა:
 
ანკეტაზე ხელი უნდა მოაწეროს აპლიკანტის პედაგოგმა ისე, რომ ხელმოწერა გადავიდეს ფოტოსურათზე. ასევე სააპლიკაციო ფორმის მე - 2 გვერდის ბოლოს აუცილებელია მშობლის/მეურვის ხელმოწერა, სრულწლოვანი პირებისათვის კი საკუთარი ხელმოწერა. 
 
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ დოკუმენტაციის მიღების შესახებ დასტურს, რომელსაც ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
 
 
 
 
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
 
Paper-based KET – 11 ივნისი
Paper-based KET fs – 31 მაისი
Paper-based PET - 11 ივნისი
Paper-based PET fs – 31 მაისი
Paper-based FCE – 18 ივნისი
Paper-based CAE – 18 ივნისი
Paper-based TKT – 20 ივნისი
Paper-based Young Learners Exam – 30 მაისი
Computer-based FCE-9 ივლისი
Computer-based CAE- 25 ივნისი
 
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.  კემბრიჯის გამოცდებს საქართველოში ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2013 წლიდან უწევს. 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება