სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

ქუთაისის N22 საჯარო სკოლა სრულად განახლდა - „შენობა გათვლილია 420 მოსწავლეზე“
02-02-2022
-
+


ქუთაისის N22 საჯარო სკოლა სამთვიანი სრული რეაბილიტაციის შემდეგ მშობლიურ შენობაში დაბრუნდა და 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვარს დასწრებულად, საკლასო ოთახებში განაახლა.

სკოლის რეაბილიტაციის, ახლანდელი მდგომარეობის, სიახლეებისა და მოსწავლეების განწყობაზე  Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორი ნინო ელბაქიძე ესაუბრა. ქალბატონი ნინო, 2015 წლიდან ამ სკოლის დირექტორია და ამავე დროს ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლბელი გახლავთ.

„სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო გასული წლის ნოემბერში. განახლებულ შენობაში კი 17 იანვარს დავბრუნდით და მეორე სემესტრიც საკლასო ოთახებში დავიწყეთ. მხოლოდ რამდენიმე ბავშვია მშობლების განცხადების საფუძველზე დისტანციურ სწავლებაზე.

სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარა მუნიციპალური განვითარების ფონდმა. შენობა გათვლილია 420 მოსწავლეზე, მაგრამ ახლა ამდენი არ გვყავს. თუმცა უკვე გვიბრუნდებიან  მოსწავლეები, ამ პროცესში ვართ ახლაც. ძალიან კმაყოფილი ვართ განახლებული სკოლით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მოწესრიგების პროცესში ვართ, შევძელით, რომ სასწავლო პროცესი,17 იანვრიდან რეაბილიტირებულ შენობაში დაგვეწყო - ამისთვის მზად ვიყავით. მოგვდის ინვენტარიც, ახლა მოგვივიდა მაგალითად, სამედიცინო კაბინეტის სრული აღჭურვილობა, აქამდე არც ექიმი გვყავდა, რადგან შესაბამისი პირობა არ იყო სკოლაში. ახლა ექიმის პოზიციაზე კონკურსიც გამოცხადდება. კვირას მოგვივიდა 50 ახალი მერხი. გაკეთდა სრულიად  ახალი  სპორტული მოედანი, სპორტული  დარბაზის პრობლემა გვქონდა და ისიც ახალი გვაქვს. ყველაფერი არის უახლეს სტანდარტებს მორგებული - პანდუსები ლიფტი და ა.შ. ყველას ძალიან გვიხარია და მადლობლები ვართ“, - განაცხადა ნინო ელბაქიძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება