სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

სტუდენტები გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩატარებას ითხოვენ და უნივერისტეტს რეგულაციების დარღვევაში ადანაშულებენ
14-01-2022
-
+


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგამოცდო პერიოდი დაიწყო. პანდემიური ვითარების გართულების და შემთხვევების მომატების პარალელურად, სტუდენტები ითხოვენ, გამოცდების დროსაც ისევე, როგორც სწავლების პროცესში, მიეცეთ არჩევის საშუალება - დასწრებით და ონლაინ ფორმატს შორის. აღნიშნული პრობლემის შესახებ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები დაუკავშირდნენ  Etaloni.ge-ს. სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტი უყურადღებოდ ტოვებს და არ ითვალისწინებს მათ შეხედულებებს. სტუდენტები ამბობენ, რომ არ აქვთ უფლება გამოცდა ონლაინ ფორმატში დაწერონ, რაც განსაკუთრებულ პრობლემას იმ სტუდენტებს, უქმნის, რომლებიც რეგიონში ცხოვრებენ და დედაქალაქში ჩამოსვლა მხოლოდ გამოცდების გამო უწევთ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ უნივერისტეტში ინფიცირების საფრთხის წინაშე დგებიან, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულება რეგულაციებს არ იცავს. 

„სწავლის ფორმატის არჩევის საშუალება გვაქვს ლექციებზე ანუ ჰიბრიდულადაა სწავლა. გამოცდების დროს კი ამის საშუალებას არ გვაძლევენ. მიიღეს გადაწყვეტილება და გვეუბნებიან, რომ ეს საბოლოოა და არ შეიცვლება. შუალედურ გამოცდებზეც ანალოგიური ვითარება იყო. დაფიქსირდა კოვიდის შემთხვევა, რომელიც არ გაასაჯაროვეს და შემდეგ მოხდა გავრცელება, გადაედოთ ერთმანეთისგან სტუდენტებს. ამავდროულად არ არის დაცული კოვიდრეგულაციები. არადა უნივერსიტეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დისტანციურად ჩატარდეს ფინალური გამოცდები, ჩვენს უნივერსიტეტში კი არაფერს არ ითვალისიწინებენ, მათ შორის არც ის სტუდენტები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და ახლა გამოცდებისთვის მოუწევთ ჩამოსვლა“, - აცხადებენ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები.

Etaloni.ge საკითხის გასარკვევად წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს დაუკავშირდა. როგორც უმაღლეს სასწავლებელში განგვიცხადეს ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა კონკრეტული მითითება ფინალურ გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით, უნივერსიტეტებმა გამოცდების დასწრებით რეჟიმში ჩატარება გადაწყვიტა. მათივე თქმით, ყველა რეგულაცია ზედმიწევნითაა დაცული და სტუდენტებს ამ მხრივ ნერვიულობის საფუძველი არ აქვთ.

„ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არის ამ მხრივ დაწესებული, ამიტომ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ გამოცდები ჩაატაროს დასწრებით ფორმატში. ფინალური გამოცდები თითქმის ერთი კვირაა რაც მიმდინარეობს. სამშაბათს დაიწყო და ყველა რეგულაცია, რაც არის მოთხოვნილი, სრულად და მკაცრადაა დაცული. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენთან და სტუდენტებს ამ მხრივ ნერვიულობის მიზეზი არ აქვთ“, - განაცხადეს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებითა და აქტიური ეკოსაქმიანობით გამოირჩევიან

ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომაა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი

 

 

თითოეულმა მოსწავლემ იცის, რომ მისი სახელობის კვიპაროსი იფესვიანებს და ისინი ერთად გაიზრდებიან

სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშრიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა
 

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება