TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრემიერმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის უფლება მიანიჭა
13-01-2022
-
+


პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული დადგენილებით პროფესიული სასწავლებლებს მიენიჭათ უფლება სწავლის პროცესში შექმნილ პროდუქციის რეალიზება მოახდინონ, შემოსული ფინანსური რესურსი კი ამავე სასწავლებლებს მოახმარონ.

როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროცესში, ყოველწლიურად იქმნება გარკვეული რაოდენობის პროდუქცია. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ასევე უფლება  აქვთ,  განახორციელონ გარკვეული სახის მომსახურება და აწარმოონ სხვადასხვა სახის პროდუქცია, მოახდინონ მისი რეალიზაცია და მიიღონ შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან.

„აღნიშნული ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგრადობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებას, სასწავლო პროცესის განვითარებას, სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოპოვებას, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობის/პროცესების განვითარებასა და შექმნილი პროდუქციის/გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დადგენილებაში ასევე გაწერილია მიმართულებები, რაზეც პროფესიულმა სასწავლებელმა შეიძლება თავიანთი  ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსული თანხა დახარჯონ: საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სასწავლო პროცესში ეკონომიკური საქმიანობის ინტეგრირებით პროფესიულ სტუდენტთა მომზადების  ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობადობის, ინტერესისა და იმიჯის ამაღლება ა.შ.

დადგენილებაშივე განმარტებულია საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება. ასევე განმარტებულია დაწესებულების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და უფლებამოსილება.

ნახეთ დადგენილება სრულად


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება