სიახლეები
სიახლეები

„izrune.ge-მ სკოლა, ოჯახი და საზოგადოება გაგვაერთიანა“ - მზია მიქელაძე
12-01-2022
-
+


მოსწავლეებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციისთვის სტიმულის მიცემა izrune.ge-ს მთავარი საზრუნავია. ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ბავშვებს დისტანციურად უწევთ სწავლა. ბავშვებისთვის სათანადო განათლების მიცემა კი კლასის ხელმძღვანელებისთვის მთავარი საზრუნავია; ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოსწავლეები სწავლას არ ჩამორჩნენ და ტესტებში ჩაერთონ. 

სწორედ ასეთი მზრუნველი დამრიგებელია ბათუმის N14 საჯარო სკოლის lკლასის ხელმძღვანელი მზია მიქელაძე. მისმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა  izrune.ge-ს ტესტებში ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. სწორედ მზია მიქელაძის მსგავსი ყურადღებიანი და მზრუნველი პედაგოგების დამსახურება გახლავთ მოსწავლეების წარმატება. იგი მოსწავლეების სწავლა-განათლებაში პირველივე კლასიდან უდიდეს შრომას დებს და მისმა ასეთმა თავდადებამაც სათანადო შედეგი გამოიღო.

მზია მიქელაძე უკვე 6 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. izrune.ge-ს შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ბათუმის N14 საჯარო სკოლაში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა და პროექტში მაშინვე ჩაერთო.

- ქალბატონო მზია,  izrune.ge-ში როგორია თქვენი ისტორია?

- ჩვენი სკოლა პროექტში აქტიურად არის ჩართული. დირექცია ხელს გვიწყობს, რომ izrune.ge - ში ყველა კლასი იყოს ჩართული. ეს პროექტი როგორც ბავშვებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის უდიდესი მოტივაციაა; როგორც კი გავიგე, პროექტში სხვა კლასებიც მონაწილეობდნენ, მიუხედავად იმისა რომ პირველი კლასის დამრიგებელი ვარ ჩემს მოსწავლეებთან ერთად ოქტომბერშივე ჩავერთე. ვფიქრობ, პირველი კლასიდანვე მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა და ბავშვები აქედანვე ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ.


- პატარა მოსწავლეების მშობლები izrune.ge-ს ტესტებით რამდენად არიან დაინტერესებულები?

- მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირველი კლასის მშობლებს, რომლებიც პროექტში აქტიურად ჩაერთნენ და ბავშვებს ძალიან ეხმარებიან. მოგეხსენებათ პატარები ახლა ეუფლებიან წერა-კითვას და შესაბამისად მშობლების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ტესტებს ოჯახის წევრები უკითხავენ და მოსწავლეები თავად ასრულებენ. შემდეგ, მშობლები გვიზიარებენ შედეგებს, რასაც ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან დიდი სიხარულის მომგვრელია. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ქულებზე ორიენტირებულები არ ვართ. ვფიქრობ, თითოეული ტესტის შემდეგ მიღებული ცოდნა და გამოცდილება უფრო მნიშვნელოვნია, ვიდრე უბრალოდ ქულა.

- როგორც კლასის დამრიგებელი, როგორ შეაფასებდით izrune.ge-ს ტესტებს?

-  izrune.ge-მ პირადად მე ბევრ რამეზე დამაფიქრა... მინდა „სიბრძნის ხუთშაბათი“ გამოვარჩიო, სადაც სხვა საგნობირვ საკითხებთან ერთად სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“ კითხვებია შესული. ვფიქრობ, ქართული ენის სიტყვის მარაგის შევსებისთვის ეს საუკეთესო გზაა. მოგეხსენებათ, სამეტყველო ენა ბევრი ბარბარიზმით არის დატვირთული და ამ ლექსიკონის გამოყენება პირადად მე ძალიან მომეწონა. ძველი ქართული სიტყვების გამოყენება, ლექსიკურ მარაგზე მუშაობა და გამდიდრება მე, როგორც პედაგოგს ბავშვებთან მუშაობისას აუცილებლად დამეხმარება. გარდა ამისა ტესტები იყო ჰიგიენის მხრივაც რაც სადამრიგებლო საათის საკითხებია და მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს შემეცნებით საკითხებში თვალსაწიერის გაფართოებაში ეხმარება.

- ქალბატონო მზია, როგორც დამრიგებელს რას ფიქრობთ რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლეების განვითარებაში?

- ვფიქრობ, ბავშვების ცხოვრებაში დამრიგებელს ძალიან დიდი როლი აქვს. მოგეხსენებათ, ახლანდელი თაობა პანდემიიდან გამომდინარე სკოლას რთულად შეეგუა და ბევრი რამ სწორედ დამრიგებელზეა დამოკიდებული. ჩვენი ურთიერთობა პირველ რიგში მეგობრობით იწყება. მოსწავლეებს მუდამ ვეუბნები, რომ ჩემთან მოსვლა და პრობლემის გაზიარება მუდამ თავისუფლად შეუძლიათ; როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა მოგვარებულია, სწავლაც ბევრად ადვილდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან ურთიერთობაც და მუდამ ვცდილობ ისინი საქმის კურსში ვამყოფო.

- როგორ ფიქრობთ, izrune.ge-ს მოსწავლის ცხოვრებაში რა როლი აქვს?

- პირველ რიგში ვფიქრობ, izrune.ge ბავშვებს მოტივაციას აძლევს. izrune.ge-მ სკოლა, ოჯახი და საზოგადოება გაგვაერთიანა. საზოგადოებაში ვგულისხმობ შედეგების გაზიარებას ყველასთვის უდიდესი სიხარული მოაქვს; ოჯახის წევრები izrune.ge-ს ტესტებში აქტიურად არიან ჩართულები და ვფიქრობ ეს სწორედ ისეთი პროექტია, რომელიც მთელ ოჯახს აერთიანებს. მიღებული შედეგები კი არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ოჯახისთვის და მასწავლებლებისთვისაც მოტივაციაა.

- ქალბატონო მზია, სხვა მოსწავლეებსაც თუ ურჩევთ izrune.ge-ს ტესტებში მონაწილეობას?

- izrune.ge-ს ყველას ნამდვილად ვურჩევ. ვფიქრობ, წიგნიერების განვითარებასაც უწყობს ხელს ეს პროექტი. ბავშვები პირველი კლასიდანვე ეჩვევიან კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას; აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ლიტერატურა ყველა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის ისეა მოწოდებული, რომ მუშაობა და ცოდნის გამოვლინება მაქსიმალურად სწორად შეუძლიათ. გარდა ამისა, ბავშვები ტექსტზე მუშაობასაც ეჩვევიან. როდესაც ბავშვს მყარი საფუძველი აქვს, შემდეგ უკვე აღარაფერზე მუშაობა აღარ გაუჭირდება.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი

სამინისტრომ ტრენინგების ჩატარება უზრუნველყოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებს კვირას სამებაში დალოცავენ - საპატრიარქოს განცხადება

3 მთავარი ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - სიახლეები დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“
 

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

 

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება