სიახლეები
სიახლეები

„გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტში დაიწყება“ - სოფიო გორგოძე დეტალებზე
11-01-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სავარუდოდ მარტში დაიწყება - ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ გააკეთა. მისივე თქმით რეგისტრაციამდე გამოქვეყნდება „აბიტურიენტის ცნობარი 2022“.

„წელს სიახლე ეხება მესამე საგნის არჩევანს, შევახსენებ აბიტურიენტებს, რომ ბარდებოდა სამი ძირითადი საგანი - ეს იყო ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მიმართულების მიხედვით - ისტორია ან მათემატიკა. წელს გაიზარდა მესამე საგნის ჩამონათვალი, რა თქმა უნდა პროგრამას გააჩნია, მაგრამ აბიტურიენტებს უკვე შუძლიათ ქიმიის მიმართულებაზე ქიმია ჩააბაროს, ბიოლოგიურზე - ბიოლოგია და ა.შ. რეგისტრაცია სავარაუდოდ მარტში დაიწყება. რეგისტრაციის წინა დღებში გამოქვეყნდება ცნობარი 2022 და ვთხოვ აბიტურიენტებს, რომ კარგად გაეცნონ ამ დოკუმენტს, აქ არის ყველა ის დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინონ.  ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება რეგისტრაციისას დაგვემართოს არის ის, რომ გვგონია თუ ვართ დარეგისტრირებული და სინამდვილეში არ დავრეგისტრირდით. მე მათ ვურჩევ, რომ ბოლოს, როდესაც ეკრანზე გამოვა რეგისტრაციის დასტური, ამ  ასტურს დაელოდონ, ან ფოტო გადაუღონ ან შეინახონ და შენახვის ღილაკს თითი აუცილებლად დააჭირონ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გრანტის განაწილების წესს წელს ცვლილება არ ეხება.

„გრანტის განაწილების წესში ცვლილება არ არის, სამი საგნის მიხედვით გაიცემა გრანტი, თითოეულ საგანს აქვს მინიჭებული საკუთარი კოეფიციენტი, მქართულსა და უცხო ენას აქვს 1 და ყველა დანარჩენს 1,5“.

რაც შეეხება რეგულაციებს, რაც გამოცდებზე იმოქმდებეს, სოფიო გორგოძემ აღნიშნა, რომ  ამის შესახებ წინასწარ კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, რადგან ეს დამოკიდებული ეპიდვითარებაზე. თუმცა პირბადის ტარების ვალდებულება და დისტანციის დაცვა სავარაუდოდ კვლავ იქნება.

„სპეციფიური  არის ის, რომ ამ პროცედურებს ვერ ვგეგმავთ მანამ, სანამ გამოცდები არ მოახლოვდება, რადგან არ ვიცით, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება იმ დროისთვის.  ამიტომ განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით არის ჯგუფი შექმნილი, რომელიც გამოცდებამდე ერთი თვით ადრე იკრიბება და უკვე გადავხედავთ წინა წლის გამოცდილებას და გადაწყდება წელს რა პროცედურებით უნდა ჩატარდეს გამოცდები. გამოცდილება უკვე დავაგროვეთ, ერთი უნდა ითქვას - პანდემიის პირობებში ამხელა პროეცესის ორგანიზება განსაკუთრებით რთული და სტრესულია, რადგან ადამიანების ჯანმრთელობას  ეხება, მაგრამ ვფიქრობ კარგად ვართმევთ თავს. კონკრეტულ დეტალებს ვერ გეტყვით, ალბათ პირბადე ისევ იქნება, დისტანცია, დეზინფექცია და ა.შ.“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასევე ურჩევს აბიტურიენტებს, რომ გაითვალისწინონ მათი წინამორბედების გამოცდილება და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პრიორიტეტული პროგრამების არჩევას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა წლის ცნობარს გადახედონ,  აქ ძირითადი შეცდომები, რა არ უნდა დაუშვას, ტექნიკურ საკითხებს რაც ეხება - არის ის,  პროგრამაზე მეოთხე საგანი ხომ არ არის დამატებული, ასევე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ხომ არ არის რომელიმე საგნისთვის გაზრდილი. მაგალითად უცხოურ ენაში ზოგადად არის 20 პროცენტი, მაგრამ ზოგიერთი უნივერსიტეტი და პროგრამა ითხოვს 50 პროცენტს, ეს წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგ არ აღმოჩნდეს ისე რომ არასწორი არჩევანი გავაკეთეთ. მნიშვნელოვანია და უნდა გაითვალისწინონ, რომ ქულების გაგების შემდეგაც შეუძლიათ პროგრამების ცვლილება და მაქსიმალურად კარგად უნდა დაალაგონ ეს რეიტინგული სია,  მაქსიმალურად აირჩიონ ბევრი პროგრამა, იმიტომ რომ ზოგი ირჩევს5-6 პროგრამას და აღმოჩნდება, რომ კი კარგი ქულები აქვს, მაგრამ ისეთი დიდი კონკურსი იყო, რომ ვერსად ვერ მოხვდა. აღმოჩნდება, რომ ვისაც შედარებით დაბალი ქულები აქვს ის ჩაირიცხება და მაღალქულიანი რჩება უნივერსიტეტის მიღმა, ეს არ უნდა დაგვემართოს. შარშან დაახლოებით 400 ასეთი შემთხვევა გვქონდა, შარშანწინ - უფრო მეტი“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი

სამინისტრომ ტრენინგების ჩატარება უზრუნველყოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებს კვირას სამებაში დალოცავენ - საპატრიარქოს განცხადება

3 მთავარი ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - სიახლეები დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“
 

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

 

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება