| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქვეყანაში ყოველდღიურად კოვიდინფიცირების ათასობით შემთხვევა ფიქსირდება. რამდენად სწორად ხდება პანდემიის მართვა, ეს ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ინფიცირებულებს სამედიცინო სექტორიდან ეგზავნებათ შეტყობინება; ეს გახლავთ ერთგვარი ინსტრუქცია, თუ როგორ და რა პირობებით უნდა გადავიდნენ იზოლაციაში.
პროტოკოლის მიხედვით, მესამე პირთან 1 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვათ და 15 წუთზე მეტი არ უნდა ეკონტაქტოთ; ასევე დაუშვებელია საცხოვრებელი ადგილის დატოვება ერთი გამონაკლისის გარდა - როდესაც გსურთ სამედიცინო მომსახურების მიღება. მესიჯის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„იზოლაციის პირობების დაზუსტება: გაქვთ საცხოვრებელ ადგილას იზოლირებული სივრცე/საწოლი/ჭურჭელი/ჰიგიენური მოხმარების საშუალებები? გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია მესამე პირთან 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით. ასევე, დაუშვებელია იზოლაციის ადგილის დატოვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია თქვენთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა