სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ვირუსის გამო ბაღები სრულად აღარ დაიხურება - ახალი რეგულაციები ძალაში დღეიდან შევიდა 
13-12-2021
-
+


სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის კოვიდრეგულაციები განახლდა და უკვე ძალაშია. დოკუმენტში გაწერილია დაწესებულების აღსაზრდელის, მასწავლებლის, აღმზრდელის, ძიძის, ადმინისტრაციისა და სხვა თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში გასატარებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

ახალი რეგულაციებით საბავშო-ბაგა ბაღები სკოლების მსგავსად ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების პრაქტიკაზე გადავლენ.

დოკუმენტის თანახმად ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ბაღის თანამშრომლები არ უნდა გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე. ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი პირები ორ კატეგორიად: მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტებად დაიყოფიან.

აღმზრდელის, მასწავლებლის, ძიძის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულად ჩაითვლებიან ის აღსაზრდელები, რომლებთაც გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში) ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, პირბადის გარეშე ან არასწორად მორგებული პირბადით.

„მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს; მაღალი რისკის სრულად ვაქცინირებული კონტაქტები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას ან კარანტინს იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი იქნება ექსპოზიციიდან (ინფიცირებულთან კონტაქტიდან) მე-3 და მე-5 დღეს COVID-19-ის სწრაფი ტესტის ჩატარება, დაავადების სიმპტომებისა და პირბადის სათანადოდ გამოყენების მონიტორინგი.

დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე); არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის ან კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აქამდე არსებული პრაქტიკით მკაცრი რეგულაცია იყო შემუშავებული, რომლის მიხედვითაც ბაღი ერთი შემთხვევის დაფიქსირების დროსაც მთლიანად იხურებოდა. აღნიშნულ რეგულაციას დიდი ხნის განმავლობაშიც აპროტესტებდნენ მშობლები.

იხილეთ: ბაღებისთვის COVID-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა იცვლება - კოვიდრეკომენდაციები განახლდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება